„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№196
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.025745
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2026 წლის 15 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21  თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.11 („გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1.11

გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა

1. პროგრამის მიზანია გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირებისთვის სპეციალიზებული მკურნალობის უზრუნველყოფა, გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესების, სიკვდილიანობის შემცირების, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და ჯანმრთელობის საუკეთესო შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 39 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის გათვალისწინებული, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღირებულებისა:

ა) ქირურგია:

კატეგორია

ჩარევა

ტარიფი (ლარი)

I

სისხლძარღვოვანი რგოლის კორექცია;

ღია არტერიული სადინრის დახურვა;

ხელოვნური რითმის წამყვანის ბატარეის გამოცვლა;

სიმპატექტომია;

აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, >1 თვეზე;

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის/ღია ოვალური ხვრელის პირველადი დახურვა ან დახურვა ჩანართით;

აორტოპექსია;

ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალიური დრენაჟის კორექცია;

დიდი ზომის მარჯვენა წინაგულის პლასტიკა;

მარცხენა პარკუჭის დივერტიკულუმის კორექცია;

მკერდის ძვლის პლასტიკა (არაინფექციური);

აორტის შეფუთვა

10 176.0

II

პირველადი წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;

სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია, მიექტომიის გარეშე იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის;

სიმსივნე;

სიმიტარის (თურქული ხმლის) ანომალიის კორექცია;

სარქველზედა მიტრალური რგოლის ან სამწინაგულიანი გულის კორექცია;

კორონარული არტერიის გვირაბის გახსნა;

იზოლირებული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;

ატრიოვენტრიკულური არხის გარდამავალი ფორმის კორექცია;

პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ეპიკარდიული ელექტროდების მიკერებით;

მარჯვენა პარკუჭის ტრაბეკულების გადაკვეთა ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექციისათვის;

ფილტვის არტერიის სარქვლის გამოცვლა;

აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, <1 თვეზე;

აორტოპულმონური ფანჯრის კორექცია;

ფილტვის არტერიის შევიწროება მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს;

მარცხენა პარკუჭის გასავლის კორექცია ან გადიდება;

იზოლირებული სამკარედა სარქვლის პლასტიკა;

იზოლირებული ორმხრივმიმართული კავაპულმონური ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი);

აორტის ან ტრუნკალური სარქვლის ვალვულოპლასტიკა;

სენინგის/მასტარდის ოპერაცია მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის დროს;

ფალოს ტეტრადის კორექცია  –

არატრანსანულარული ჩანართი;

დაღმავალი აორტის ანევრიზმის პლასტიკა;

სისტემური ვენების ანომალიების კორექცია ან პლასტიკა.

16 304.0

III

აღმავალი აორტის პროთეზირება;

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + პროცედურა მარჯვენა პარკუჭის გასავალზე;

კონდუიტის რეოპერაცია;

ფალოს ტეტრადის კორექცია  – ფილტვის არტერიის არარსებობის სინდრომი;

აორტის ან ტრუნკალური სარქვლის გამოცვლა;

იზოლირებული ფონტენის ოპერაცია;

კოარქტაციის კორექცია, ლავიწქვეშა არტერიის ნაწილით ან ჩანართით;

სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია + მიექტომიით იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის;

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი);

ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობების გარეშე;

ფილტვის არტერიის ვალვოტომია;

კონოს პროცედურა;

მარცხენა კორონარული არტერიის ანომალიური გამოსვლის კორექცია;

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + არამარჯვენა პარკუჭოვანი გასავლის პროცედურა;

ოპერაცია იზოლირებულად აორტის თაღზე, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში;

სარქველზედა აორტის სტენოზის კორექცია;

ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/მთელი პარკუჭთაშუა ძგიდის დროს;

მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა + აორტალური სარქვლის პლასტიკის გარეშე;

ორმხრივმიმართული კავაპულმონური ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი) + დამატებითი პროცედურა, არაწინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;

პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ენდოკარდიული ელექტროდებით;

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების ჰიბრიდული დახურვა.

20 918.0

IV

ფონტენის ოპერაცია + დამატებითი პროცედურა, არაწინგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;

ფალოს ტეტრადის კორექცია  – ტრანსანულარული ჩანართი;

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + ფილტვის არტერიის შემავიწროებელი თასმის მოხსნა/პლასტიკა;

აორტის ბოლქვის გამოცვლა;

იზოლირებული წინაგულოვანი სეპტექტომია;

მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია პარკუჭშიდა გვირაბის შექმნით;

ებშტეინის ანომალიის კორექცია;

ფილტვის ვენების ანომალიური დრენაჟის კორექცია, > 1 კვირაზე;

განცალკავებული (იზოლირებული) ფილტვის არტერიის ტოტის რეიმპლანტაცია;

სრული ატრიოვენტრიკულური არხის + ფალოს ტეტრადის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი);

მრავლობითი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების დახურვა;

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტის გამოცვლა;

არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/მთელი პარკუჭთაშუა ძგიდის დროს;

მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, > 5 წელზე;

მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია + მარჯვენა პარკუჭის გასავლის პლასტიკა;

ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს;

ორმხრივმიმართული კავაპულმონური ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი) + წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;

ფალოს ტეტრადის კორექცია + მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტი + ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება);

მიტრალური ან წინგულ-პარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა + აორტალური სარქვლის პლასტიკა;

ფონტენის რევიზია.

29 332.0

V

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + აორტის კოარქტაციის კორექცია;

ფალოს ტეტრადის/ფილტვის არტერიის ატრეზიის/ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების პალიატიური ოპერაცია;

ფონტენის ოპერაცია + წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;

მოდიფიცირებული ბლელოკ-ტაუსიგის შუნტი;

როსის პროცედურა;

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, არა ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი);

სამკარედა სარქვლის გამოცვლა;

ფალოს ტეტრადის/ფილტვის არტერიის ატრეზიის კორექცია მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტით;

არტერიული გადართვის პროცედურა + პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;

ვილიამსის სინდრომის კორექცია;

როსს-კონოს პროცედურა;

ფილტვის არტერიის შევიწროება, არამაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს;

დამუს-კაე-სტანსელის პროცედურა;

მარცხენა პარკუჭის რეაბილიტაციია (მომზადება);

არტერიული გადართვის პროცედურა + პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + აორტის კოარქტაციის კორექცია;

რასტელის/სენინგის პროცედურები მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს;

ნიკაიდოს პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის/ფილტვის არტერიის სტენოზის დროს;

არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია;

ორპარკუჭოვანი კორექცია;

ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) ბლელოკ-ტაუსიგის შუნტით სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში;

ფილტვის ვენების ანომალიური დრენაჟის კორექცია, < 1 კვირაზე;

სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა, ერთი პარკუჭით;

ფილტვის ვენების სტენოზის კორექცია;

ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექცია + აორტოპულმონური შუნტი + ღია არტერიული სადინრის დახურვა.

30 974.0

VI

სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია + ფალოს ტეტრადის კორექცია, არატრისომია 21 (დაუნის სინდრომი);

მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, < 5 წელზე;

ნორვუდის პროცედურა;

არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია + აორტის თაღის წყვეტის კორექცია;

ფილტვის არტერიის ჰიბრიდული შევიწროება;

ნორვუდის პროცედურა, მიტრალური სტენოზი/აორტის ატრეზია;

არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს და ფილტვის არტერიის შევიწროვების მოხსნა/პლასტიკა;

გულის ტრანსპლანტაცია, > 1 წელზე.

59 884.0.

 

ბ) კათეტერიზაცია:

კატეგორია

ჩარევა

ტარიფი (ლარი)

I

გულის ბიოფსია ტრანსპლანტაციის შემდეგ

2 265.0

II

გულის ბიოფსია და დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია;

გულის ბიოფსია და კორონაროგრაფია;

დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია (ტრანსსეპტალური პუნქციის ჩათვლით)

2 754.0

III

ღია არტერიული სადინრის დახურვა;

წინაგულთაშუა ძგიდის სტენტირება, დილატაცია ან სეპტოსპომია;

ღია არტერიული სადინრის სტენტირება;

აორტის დილატაცია და/ან სტენტი (ერთი ინტერვენცია);

აორტის სტენტის რედილატაცია;

პულმონური ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია);

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტი (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტის გარეშე) (ერთი ინტერვენცია);

ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ერთი ინტერვენცია).

7 973.0

IV

სისტემური ვენების დილატაცია ან სტენტირება;

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა;

აორტული ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია);

სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით/ოკლუდერით (ერთი ინტერვენცია);

სისტემური > პულმონური შუნტის დილატაცია ან სტენტირება;

ფენესტრაციის ოკლუდერით დახურვა (იზოლირებული ინტერვენცია);

კორონარული ფისტულის დახურვა;

სისტემური არტერიის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (აორტის გარდა);

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (ორი ინტერვენცია);

ფონტენის ოპერაციის ჩანართის დილატაცია.

17 313.0

V

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტირების გარეშე) (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);

ფილტვის რომელიმე ვენის დილატაცია ან სტენტირება;

აორტული ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);

ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ორი ინტერვენცია);

აორტის დილატირება და/ან სტენტი (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);

სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);

პულმონური ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);

სისტემური ვენური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით;

მიტრალური ვალვულოტომია;

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა;

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;

სისტემურ-პულმონური კოლატერალის დილატაცია ან სტენტირება

14 400.0

VI

ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (სამი ინტერვენცია);

ფენესტრირებული ოკლუდერის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);

მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (ოთხი ან მეტი ინტერვენცია);

ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა ან სტენტი (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (ოთხი ან მეტი ინტერვენცია).

18 529.0

VII

ფილტვის არტერიის სარქვლის ენდოვასკულური იმპლანტაცია.

10 406.0.

 

3. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კატეგორიის შესაბამისი ღირებულებისა. ამასთან:

ა) თანაგადახდას არ ექვემდებარება გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, ასევე − ამ  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა და ასაკით პენსიონერი ვეტერანისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის     მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (გარდა 18 წლამდე ასაკის პირებისა) იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

4. ამ დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამოსავლის შეფასების ინდიკატორები, მათი წარმოდგენისა და შეფასების პირობები მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით.

5. ამ დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, 2027 წლის 1 თებერვლამდე და შემდგომ ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე წარადგინოს ინდიკატორების მაჩვენებლები მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის პირობების შესაბამისად.

6. 2028 წლის 1 მარტიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც, მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე, აკმაყოფილებს მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტის პირობებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მაისიდან დამდგარ შემთხვევებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე