„შპს საქართველოს ფოსტის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №608 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №200 |
|
2026 წლის 15 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს საქართველოს ფოსტის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №608 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2025, 040170020.10.003.025502) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს საქართველოს ფოსტის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ წესის დანართის მე-6, მე-8 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურების შესყიდვაზე, თუ ამ მომსახურების შესყიდვა ხორციელდება არარეზიდენტი პირებისგან, ბაზრის კვლევა ტარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული, შპს საქართველოს ფოსტის მიერ განსაზღვრული მეთოდით.“. 2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება კონფიდენციალურ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე.“. 3. დანართის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:
|
|