„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№005
სარეგისტრაციო კოდი
110060020.70.082.016200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №005

2026 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის  №016 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016028) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპროკურორო სამმართველოს  უფროსი დამატებით უზრუნველყოფს:

ა) ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას;

ბ) მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

4. სამმართველოს  უფროსი ანგარიშვალდებულია ა/რ პროკურორისა და ა/რ პროკურორის მოადგილის წინაშე.

5. სამმართველოს  უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

6. სამმართველოს  უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამმართველოს  საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. სამმართველოს  უფროსის მოადგილის უფლებამოსილებანი განისაზღვრება  ა/რ პროკურორის მიერ.

7. საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

8.  სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2026.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №005. სარეგისტრაციო კოდი — 110060020.70.082.016200.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №005, 18.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6865836/