საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №112 |
|
2026 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
|
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, სამსახურის გერბის, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აღნიშნულ სფეროში სამსახურის სისტემაში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ე) სამსახურის სისტემაში დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) სამსახურის ამოცანებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი სათანადო მსვლელობის უზრუნველყოფა სამსახურში სამართლებრივი აქტის/მითითების მომზადებისა და გამოცემის პროცედურების შესაბამისად;
ზ) სამსახურის დანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის მათ წარდგენამდე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) სამსახურის ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებში;
ი) სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სამსახურის ინტერესების დაცვა სასამართლოში;
ლ) თავისი ამოცანების შესასრულებლად, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
მ) სამსახურში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
ნ) სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს დეპარტამენტში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; საჭიროების შემთხვევაში, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, ასევე, დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებები);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას დეპარტამენტის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ მოსამსახურეს;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) სამსახურის უფროსის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;
მ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ მოსამსახურეებს ან შრომითი ხელშეკრულებით დეპარტამენტში სპეციალურად განსაზღვრულ მოსამსახურეს ავალებს საორგანიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე განსაზღვრავს მორიგეობის ცხრილს;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის უფროსის ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის იმ სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობას, რომელიც დეპარტამენტის დირექტორის მიერ დაქვემდებარებაში აქვს გადაცემული. აღნიშნული დანაყოფის დირექტორის მოადგილის დაქვემდებარებაში გადაცემა შესაძლებელია გაფორმდეს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო.
2. დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
ა) ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას და სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სამსახურის სისტემაში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობასა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაციას;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურში შესული ნორმატიული აქტების პროექტებზე უზრუნველყოფს სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს სათანადო დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ე) კოორდინაციას უწევს სამსახურის სისტემაში დანაყოფების სამართალშემოქმედებით საქმიანობას;
ვ) ახორციელებს სამსახურის ამოცანებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი სათანადო მსვლელობის უზრუნველყოფას სამსახურში სამართლებრივი აქტის/მითითების მომზადებისა და გამოცემის პროცედურების შესაბამისად;
ზ) სამსახურის დანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ამზადებს შესაბამის დასკვნებს სამსახურის ხელმძღვანელობისათვის მათ წარდგენამდე;
თ) წარმოადგენს სამსახურის ინტერესებს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებში;
ი) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ამოცანებსა და უფლებამოსილებებს.
ა) უზრუნველყოფს სასამართლოებში წარმომადგენლობას;
ბ) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის ინტერესების დაცვას სასამართლოში;
გ) წარმოადგენს სამსახურის ინტერესებს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებში;
დ) განიხილავს სამსახურში შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებს და აძლევს მათ სათანადო მსვლელობას;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ამოცანებსა და უფლებამოსილებებს.