საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №113 |
|
2026 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
|
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, სამსახურის გერბის, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
2. თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამსახურის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
ა) სამსახურის ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;
გ) სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, სამსახურის უფროსის, სამსახურის მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე, სამსახურში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას; აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) უზრუნველყოფს კონტროლს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს დეპარტამენტში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; საჭიროების შემთხვევაში, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; დეპარტამენტში პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ვ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის ოპერატიულ თათბირებზე განსახილველად;
ზ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს, ასევე დეპარტამენტის მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი წიგნისა და ჟურნალის ფორმებსა და მათი შევსების პირობებს;
თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);
ი) კორექტირება შეაქვს და ამტკიცებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილ თანამშრომელთა შორის გადანაწილებულ ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
კ) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის დანაყოფების პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას;
მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის იმ სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობას, რომელიც დეპარტამენტის დირექტორის მიერ დაქვემდებარებაში აქვს გადაცემული. აღნიშნული დანაყოფის დირექტორის მოადგილის დაქვემდებარებაში გადაცემა შესაძლებელია გაფორმდეს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ა) I სამმართველო (თბილისი);
ბ) II სამმართველო (რეგიონალური);
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის I განყოფილება;
ე) მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის II განყოფილება;
ვ) პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილება.
2. დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დანაყოფის საქმიანობას და აწესრიგებს აღნიშნული დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება;
გ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო, სასწავლო-საბრძოლო მომზადების გეგმებს და პროგრამებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს დანაყოფის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ე) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);
ვ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელებიც საჭიროა დანაყოფის კომპეტენციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დანაყოფის კომპეტენციას;
ი) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამსახურის უფროსსა და დეპარტამენტის დირექტორს ანგარიშს დანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ა) ტაქტიკურ დონეზე დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს ტერორიზმისა და საბოტაჟის წინააღმდეგ ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;
ბ) აწარმოოს დასაცავი ობიექტების ირგვლივ არსებული ოპერატიული ვითარების ანალიზი, კონტროლი და მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება;
გ) უზრუნველყოს სამსახურის ობიექტების ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობა, სახანძრო უსაფრთხოება და გატარების რეჟიმი;
დ) დასაცავ ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დასაცავ ობიექტზე ყოფნის დროს სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) დეპარტამენტის ძალების, საშუალებებისა და საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ძალებისა და ოპერატიული საშუალებების გამოყენება;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი უწყებების ძალებისა და საშუალებების მოზიდვა, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;
თ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, დაცვითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელების მოთხოვნა;
ი) სამსახურის შესაბამისი დანაყოფებიდან შესაბამისი ოპერატიული ცნობების მიღება;
კ) საფრთხის თავიდან აცილება, აღკვეთა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი, ადეკვატური რეაგირება;
ლ) დეპარტამენტის საქმიანობის მუდმივმოქმედი და სპეციალური გეგმების შემუშავება და სამსახურის უფროსისთვის, ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასამტკიცებლად წარდგენა;
მ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას დაფიქსირებული, დაცვითი თვალსაზრისით გასათვალისწინებელი ფაქტების შესახებ ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ცნობების წარდგენა;
ნ) განსაკუთრებულ ვითარებაში დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ო) სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ლოჯისტიკური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, მის შენახვასა და ექსპლუატაციაზე კონტროლი;
პ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის ან სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. დეპარტამენტში შემავალი I და II სამმართველოები ახორციელებენ სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზებასა და საშვთა ბიუროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფას.
ა) სამსახურის ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტი) კოორდინაციით, დეპარტამენტში შემოსული და გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, კორესპონდენციის დამუშავება-დახარისხება და დანიშნულებისამებრ დანაწილება, საიდუმლო საქმისწარმოება;
ბ) ხელმძღვანელობის დავალებით წერილების მომზადება;
გ) სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტთან კოორდინაციით, დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებზე მატერიალური ფასეულობების გადანაწილება, დეპარტამენტის წლიური და მიმდინარე საჭიროებების თაობაზე მონაცემების სისტემატიზაცია და ეკონომიკურ დეპარტამენტში წარდგენა;
დ) სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტთან კოორდინაციით, დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
ა) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადება, წვრთნა, სწავლება-აღზრდა და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება;
ბ) დასაცავ ობიექტზე (ობიექტებზე) სამსახურის შესრულების კონტროლი;
გ) დაქვემდებარებული დანაყოფის სამუშაო, სასწავლო-საბრძოლო მომზადების გეგმებისა და პროგრამების შედგენა და დასამტკიცებლად სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.