საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №114

2026 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131, 24-ე და 25-ე მუხლების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 9 მაისიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგელა გელაძე



დანართი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. დეპარტამენტი ასრულებს სამსახურის დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.

3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.

4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, სამსახურის გერბის, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

მუხლი 3
თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამსახურის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები

მუხლი 4
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

ბ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

გ) სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

დ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა, სამსახურის ფოტოარქივისა და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება;

ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა;

ზ) სსიპ – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასთან ერთად ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამსახურის მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ი) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;

კ) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამსახურის ობიექტებზე;

ლ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

მ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ნ) საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;

ო) სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.


თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

მუხლი 5
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს დეპარტამენტში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; საჭიროების შემთხვევაში სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, ასევე დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებები);

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ი) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) სამსახურის უფროსის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

მ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ მოსამსახურეებს ან შრომითი ხელშეკრულებით სპეციალურად განსაზღვრულ მოსამსახურეს ავალებს საორგანიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე განსაზღვრავს მორიგეობის ცხრილს;

ნ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;

ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას;

ჟ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციას;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა ან თანამდებობიდან გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის იმ სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობას, რომელიც დეპარტამენტის დირექტორის მიერ დაქვემდებარებაში აქვს გადაცემული. სტრუქტურული დანაყოფის დირექტორის მოადგილის დაქვემდებარებაში გადაცემა შესაძლებელია გაფორმდეს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7
1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) მედიასთან კომუნიკაციის სამმართველო;

ბ) პროტოკოლის სამმართველო. 

2. დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.


თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია

მუხლი 8
მედიასთან კომუნიკაციის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას/დაგეგმვას, განხორციელების უზრუნველყოფასა და მონიტორინგს;

ბ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობას;

გ) სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას;

დ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვას, სამსახურის ფოტოარქივისა და ვიდეოარქივის შექმნასა და განახლებას;

ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირებას საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური ინსტრუქციების შემუშავებასა და გამოცემას;

ზ) სსიპ – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასთან ერთად ლექცია-სემინარების ორგანიზებას, რომლებიც დაეხმარება სამსახურის მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებას;

ი) ინფორმაციის გავრცელებას საინფორმაციო არხების მეშვეობით;

კ) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზებას სამსახურის ობიექტებზე;

ლ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვასა და კოორდინირებას;

მ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავებას;

ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ამოცანებსა და უფლებამოსილებებს.

მუხლი 9
პროტოკოლის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეების, დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;

ბ) ორგანიზებასა და კონტროლს უწევს საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

გ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამსახურის მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას;

ე) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;

ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე, საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის ახორციელებს სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ამოცანებსა და უფლებამოსილებებს.

მუხლი 10
დეპარტამენტის საქმისწარმოებას (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (ცენტრალური კანცელარია).