საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მწერალთა სახლისა და სხვა ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №206 |
|
2026 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
2. რეორგანიზებულ იქნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი, სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმი და მიუერთდნენ მწერალთა სახლს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუზეუმები/სახლ-მუზეუმები განისაზღვრონ მწერალთა სახლის სტრუქტურულ ერთეულებად.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს მწერალთა სახლს და იგი ჩაითვალოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ.
5. მწერალთა სახლის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
6. სამინისტრომ განახორციელოს მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს მწერალთა სახლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
7. მწერალთა სახლს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრები განესაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბიუჯეტო ასიგნებებიდან და კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.
8. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონება, ფინანსური სახსრები (მათ შორის, კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლები), მიმდინარე აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე მათი კუთვნილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს მწერალთა სახლის ბალანსზე.
2. ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის, სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმისა და სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმის დირექტორების/დირექტორების მოადგილეების თანამდებობებზე დასაქმებული პირები, მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნონ მწერალთა სახლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად/ ხელმძღვანელების მოადგილეებად. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული პირები არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას 2026 წლის 23 მაისამდე, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედების მომენტისთვის, სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში, სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში, სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში, სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმსა და სსიპ − მწერალთა სახლში დასაქმებული პირები (საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებული პირები) 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნონ მწერალთა სახლში იმავე თანამდებობებზე/პოზიციებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე/პოზიციებზე, ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედების მომენტისთვის, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ვადით.
2. სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილების აღსრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. დადგენილების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 25 მაისიდან.
|