საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №117 |
|
2026 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.
4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, სამსახურის გერბის, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
ა) სამსახურის სისტემაში დანაყოფების კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კუთხით;
ბ) სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;
გ) სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირის დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;
დ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან;
ე) სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია;
ზ) სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება;
თ) ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ი) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობასა და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს დეპარტამენტში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ან მასში შემავალი დანაყოფის სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, ასევე დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას დეპარტამენტის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ მოსამსახურეს;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) სამსახურის უფროსის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;
მ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ მოსამსახურეებს ან შრომითი ხელშეკრულებით სპეციალურად განსაზღვრულ მოსამსახურეს ავალებს საორგანიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ასევე განსაზღვრავს მორიგეობის ცხრილს;
ნ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას;
ჟ) შესაბამისი დანაყოფის მეშვეობით უზრუნველყოფს სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის იმ სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობას, რომელიც დეპარტამენტის დირექტორის მიერ დაქვემდებარებაში აქვს გადაცემული. აღნიშნული დანაყოფის დირექტორის მოადგილის დაქვემდებარებაში გადაცემა შესაძლებელია გაფორმდეს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ბ) თარჯიმანთა ბიურო (განყოფილება).
2. დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების/გაფორმების, შეჩერების, მათი მოქმედების შეწყვეტის ან გაგრძელების, ან მათში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემავალი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;
დ) სამართალდამცავი და უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან;
ე) შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
ვ) უწყებათაშორისი საბჭოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულებული ანგარიშების მომზადება;
ზ) სამსახურში შემოსული საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით ანალიზი და დასკვნის მომზადება;
თ) სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება;
ი) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი;
კ) სამსახურის ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;
ლ) სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;
მ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება;
ნ) სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ო) ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
პ) სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია და მათი მოქმედების შეფასება;
ჟ) დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების ინიციირება, კოორდინაცია, განხორციელებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე სამსახურის საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;
რ) ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) უცხო ქვეყნის დელეგაციებთან სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრებისა და დოკუმენტების თარგმანით უზრუნველყოფა;
გ) სამსახურში შემოსული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმანისა და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა;
დ) ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილების, აღკვეთისა და გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობას;
ბ) სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციებს; სამსახურის მოსამსახურეთა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების კოორდინაციასა და შესაბამისი ნომენკლატურის შემუშავებას.