„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის №-30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №07 |
|
2026 წლის 21 მაისი დაბა ლენტეხი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“.
2. დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) სასურველია არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების, ან ადრეული ინტერვენციის სფეროში;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.“.
3. დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) სასურველია ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“.
4. დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) სასურველია ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“.
5. დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებულ პოზიციის შესაბამის დარგში.“.
6. დანართის მე-11 მუხლს დაემატოს მე-5-პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“.
7. დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“.
8. დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) სასურველია კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“.
9. დანართის მე-15 მუხლს დაემატოს მე-4-პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) სასურველია კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“.
10. დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) სასურველია დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“.
11. დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება აგრარულ დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) სასურველია მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“.
|