აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №5 |
|
2026 წლის 20 მაისი ქ. ბათუმი |
|
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დებულება
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩა №119.
2. სამინისტროს ამოცანებია:
ა) რეგიონში გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგებისა და მიმართულებების განვითარების მიზნით შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
გ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;
ე) სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთგანახლებისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
კ) საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით აგრარული ექსტენციის განვითარება;
ლ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ნ) სოფლის ან/და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების დაფინანსება;
ო) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა;
პ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
რ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში ლიდერ მიდგომების განვითარების ხელშეწყობა;
ს) აგრობიზნესის განვითარების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;
ტ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
უ) საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისა და ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ფ) უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
ქ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ღ) მემცენარეობის, მეცხოველეობისა და ვეტერინარული საქმიანობის ხელშეწყობა;
ყ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება;
შ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების მართვა და მათი განხორციელების კონტროლი;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
ა) მოამზადოს დასკვნები და წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტებზე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა დოკუმენტებზე;
ბ) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;
გ) სახელმწიფო დაწესებულებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნას სხვადასხვა კომისიები ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
დ) კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, მოამზადოს წინადადებები მათი შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, განახორციელოს საჭირო ღონისძიებები სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;
ვ) გამართოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები სახელმწიფო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეთა და სახელმწიფო შეკვეთების შემსრულებელთა გამოსავლენად;
ზ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
თ) განახორციელოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, უზრუნველყოს მოხელეთა შეფასება და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;
ი) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
კ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ლ) გამართოს ფორუმები, კონფერენციები და გამოფენები კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
მ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;
ნ) პერიოდულად მოახსენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ო) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს – ბრძანებას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, დასანიშნად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ვ) დამტკიცებული დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხას;
ზ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე;
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
კ) წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ლ) ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებს შორის;
მ) ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს;
ნ) შეაქვს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;
ო) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
4. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას, ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
5. მინისტრის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მინისტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მინისტრის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტი;
გ) ანალიტიკის დეპარტამენტი;
დ) პროგრამების განხორციელების დეპარტამენტი;
ე) მონიტორინგისა და შეფასების სამსახური;
ვ) შიდა აუდიტის სამსახური;
ზ) იურიდიული სამსახური;
თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური;
ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.
4. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.
5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
ბ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციის ფარგლებში;
გ) წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს (მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ;
დ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინაციას უწევს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ასრულებს წინამდებარე დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად.
ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
გ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;
დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტების შესწავლის მიზნით დისციპლინური წარმოების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების კონტროლი;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;
თ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ი) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება. სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სოფლის მეურნეობის დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;
ბ) რეგიონის სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა და სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
გ) სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვა და ინიციირება, ასევე სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების და სისტემის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა-შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციისა ან/და წინადადებების წარმოდგენა;
დ) რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების, ასევე სამელიორაციო სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
ე) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება;
ვ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ზ) რეგიონში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბუნებრივი რესურსების და ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, კლიმატის ცვლილებების სფეროში და ნარჩენების მართვის მიმართულებით წინადადებების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი, ბუნებრივი რესურსებისა და ტყის მართვის სფეროების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, ამ მიმართულებებით შემოსული კორესპონდენციებისა და ანგარიშების განხილვა და შესწავლა;
მ) მემცენარეობის დარგში მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, სელექციის და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
ნ) მეცხოველეობის დარგში სანაშენე და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
ო) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის მიზნით წინადადებების მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) კერძო და/ან საჯარო ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
რ) სხვადასხვა მეთოდის (მიზნობრივი, ზოგადი, დამხმარე) გამოყენებით ექსტენციის განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ს) ექსტენციის ეფექტურად განხორციელების მიზნით სხვადასხვა სახის ლიტერატურის შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა;
ტ) სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების მიხედვით დეტალური ექსტენციის კალენდრის მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
უ) ექსტენციასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ფ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ქ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ღ) სოფლის მეურნეობის მიმართულების საინვესტიციო პროექტების და წინადადებების ანალიზი და დარგობრივი რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
ყ) რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა შესახებ შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
შ) სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების, სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებების და მექანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
ჩ) დარგში არსებული ვითარების ადგილზე სისტემატური გაცნობა, დარგში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის სისტემატური მოძიება-შესწავლა და წარმოდგენა.
ც) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;
ძ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;
წ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;
ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის, შესაძლებლობების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის სისტემატური მოპოვება/განახლება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და მექანიზაციის საშუალებების ექსპორტ-იმპორტის, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
გ) პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში ანალიტიკური ინფორმაციით მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
დ) მონაცემების სისტემატიზაცია, ანალიტიკური დამუშავება;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მობილიზება და დამუშავება;
ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მობილიზება, ნაერთი ანგარიშ(ებ)ის მომზადება და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, ახალი საინვესტიციო წინადადებების/მოდელების მომზადებისათვის წინადადებების მომზადება სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;
თ) სოფლის მეურნეობის მიმართულებების შესახებ ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება, ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი და სხვა ღონისძიებების (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა) იდენტიფიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ი) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების, საინვესტიციო და სხვა წინადადებების ანალიზი და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;
ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ დონორ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების პროცესისა და დადებული ხელშეკრულებების მიმდინარეობის კოორდინაცია;
მ) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ნ) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება;
ო) დონორთათვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზება;
პ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირების უზრუნველყოფა, რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის მომზადება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) შესაბამისი პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულ(ებ)თან კოორდინაციით პროგრამ(ებ)ის/ქვეპროგრამ(ებ)ის განხორციელების წეს(ებ)ის შემუშავება და ინიციირება;
ბ) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით, განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის/ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის მიღების კოორდინაცია, განხილვა, შესწავლა;
გ) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის/ბიზნეს გეგმის და თანდართული დოკუმენტაციის პროექტების/პროგრამების მოთხოვნებთან/პირობებთან შესაბამისობის ვერიფიკაცია და დადგენა;
დ) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის/ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შესწავლა;
ე) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის პროექტების/პროგრამების მოთხოვნებთან/პირობებთან შეუსაბამობის/ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განმცხადებლის ინფორმირების უზრუნველყოფა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის ადგილზე გასვლით გადამოწმება, განაცხადში მითითებული ტერიტორიის მონიტორინგი და დათვალიერების აქტის შედგენა;
ზ) განაცხადის/ბიზნესგეგმის/პროექტის განხილვის საფუძველზე წინადადებების წარმოდგენა შემდგომ ეტაპზე დაშვების ან/და თანადაფინანსების მიზანშეწონილობის განხილვის მიზნით;
თ) პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში შესასყიდი ობიექტის მახასიათებლების, სპეციფიკაციების განსაზღვრა;
ი) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით, ხელშეკრულების დადებისთვის პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა/გადამოწმება;
კ) პოტენციურ ბენეფიციარებთან დასადები ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულებების დადების ორგანიზება;
ლ) ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებების სისტემატიზაცია და რეესტრის წარმოება;
მ) ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულების ცვლილების მიზანშეწონილობის დადგენა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ორგანიზება;
ნ) პროექტების/პროგრამების ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულებების შესაბამის უწყებებში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ო) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების მართვა;
პ) ბენეფიციარების სახელშეკრულებო ვალდებულებების აღრიცხვა და ვალდებულებების (მ.შ. გრძელვადიანი ვალდებულებების) შესრულების კონტროლი;
ჟ) ბენეფიციართა თანადაფინანსების/ტრანშის მომზადება, ფინანსური/საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენის უზრუნველყოფა და თანადაფინანსებისთვის წარმოდგენა;
რ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ბენეფიციარის/მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კორესპონდენცი(ებ)ის მომზადება (მათ შორის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე). ბენეფიციარის/მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენა;
ს) პროექტების/პროგრამების განხორციელების ეტაპზე შედგენილი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და პროექტების/პროგრამების დასრულების შემდეგ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;
ტ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების თაობაზე მონაცემთა აღრიცხვა და წარმოდგენა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;
ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, შეფასება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ბ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
დ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა, მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და საერთო ანგარიშის მომზადება;
ე) სამინისტროსა და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების შედეგების შეფასების მიზნით საჭირო ინფორმაციის მოძიება;
ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე გავლენის შეფასება;
ზ) მინისტრის დავალების შესაბამისად, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების პროგრამების/ქვეპროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშის წარმოდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე ობიექტური საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება მაძიებელის სპეციფიკური მოთხოვნის შესაბამისად რჩევის, ფასილიტირების და სწავლების გზით;
თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა და ამ მიზნით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებიდან, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
დ) დამოუკიდებლად ან/და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;
ე) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი;
გ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;
დ) სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი;
ე) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ხარჯების მიზნობრიობის დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტაციის სამსახურში მიღება და დაფინანსების ორგანიზება;
ვ) სამინისტროს აპარატისა და ნაერთი კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;
ზ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;
გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ერთიანი ბიუჯეტების პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა;
დ) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;
ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ვ) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ მომზადებული/წარმოდგენილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების შესახებ ანგარიშების, პროგრამების/ქვეპროგრამების განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულთან/დაწესებულებასთან კოორდინაციით განხილვის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადების და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. საჯარო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საჯარო მოსამსახურე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად ინიშნება მისი თანხმობით.