„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280080020.22.035.017213
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №19/ნ

2026 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ.1554) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“):

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესში“ და „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესშია“ მოცემული, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში (შემდგომ – მონაცემთა ბაზა) და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომ – ღატაკი ოჯახი).

2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან.

3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში, ოჯახს უგრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ახალი „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე.

5. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს, განმეორებითი შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად, უგრძელდება ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

6. 16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის გაცემა ოჯახს უგრძელდება ახალი სარეიტინგო ქულის შესაბამისად 16 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის, ასევე მინდობით აღზრდის (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს, საარსებო შემწეობის მიღების უფლების შემთხვევაში, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად. ასეთ შემთხვევაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.

3. იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ან ოჯახის რომელიმე წევრი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების პერიოდში მიიღებს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის შემწეობას, და ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად კვლავ ინარჩუნებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, წერილობითი მომართვის შემთხვევაში, მას აღუდგება საარსებო შემწეობის თანხა, ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა ან ოჯახის წევრმა მიიღო დევნილის, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირის შემწეობის სახით.

4. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა, მაგრამ საარსებო შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელებულა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიღების უფლების მქონე ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, აღდგენას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას) და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, დანიშვნის პროცედურის შეჩერებას, გაანგარიშებას, შეწყვეტას, განახლებას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას), აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნის პროცედურის შეჩერების, შეწყვეტის, შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების და/ან ზედმეტად ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ;“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:

ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებების (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა) შესახებ ამ ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე;

ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე;

გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ:

ა) ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;

ბ) უძრავი ქონების ან/და „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.“.

7. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი III. საარსებო შემწეობის დანიშვნა, გაცემა, შეწყვეტა და განახლება.

8. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარსებო შემწეობის დასანიშნად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა (შემდგომში – ოჯახის წარმომადგენელი) საჭიროა განცხადებით მიმართოს სააგენტოს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადების შევსებისას ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა);

ბ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.“.

9. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტისას შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსებით. შევსებულ დოკუმენტს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ვიზიტის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას ადარებს „ოჯახის დეკლარაციაში“ დაცულ ინფორმაციას და იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად არ იკვეთება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესით“ გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი, სააგენტოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე.“;

გ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ოჯახმა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასების შედეგად მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და განხორციელდა დანიშვნის პროცედურა, რის შემდეგაც ოჯახის დეკლარაციაში სააგენტოს მიერ განხორციელდა მონაცემების კორექტირება, კორექტირების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის დანიშვნის განმეორებითი პროცედურა განხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე.
5. თუ ოჯახს, დადგენილ ვადაში (90 დღე) მონაცემთა კორექტირე(ბე)ბის შედეგად მიენიჭება საარსებო შემწეობის მისაღებად განსაზღვრული ქულათა ოდენობა, საარსებო შემწეობა გაიცემა ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საარსებო შემწეობის მიღების უფლების წარმოშობის პერიოდის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ შემთხვევაში, როდესაც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის დაკორექტირების შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, სააგენტო, სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან, კორექტირების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახში დაფიქსირებული წევრთა რაოდენობის შესაბამისად.“.

10. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი აჩერებს საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურას და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ოჯახის განმეორებით შეფასებას ან ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას.“.

12. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ღატაკი ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი სრულწლოვანი წევრის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის იდენტიფიცირებისთვის სააგენტო იყენებს და ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. ელექტრონულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოში დაცულ ოჯახის წევრ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და საარსებო შემწეობის გაცემა გრძელდება უწყვეტად, თუ იდენტურია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრ(ებ)ის პირადი ნომერი და დაბადების წელი და თვე.“.

13. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. მე-16 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ოჯახის წევრის – გარდაცვალება, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლა ან თუ ოჯახის წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო:

ა) ოჯახის მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მომართვის თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან);

ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში – მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დოკუმენტის განთავსების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან);

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულას- საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვიდან;

დ) ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულების შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან;

ე) გარდაცვალების შემთხვევაში – გარემოების დადგომის მომდევნო თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან);

ვ) პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან);

ზ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან);

თ) საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის მომდევნო თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან);

ი) იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრ(ებ)ი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან);

კ) სხვა შემთხვევ(ებ)ში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან).“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება
1. საარსებო შემწეობის ოდენობის გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის – ოჯახში ვიზიტის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას: 

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილების შემთხვევაში; 

ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში, როცა ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი;

გ) ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალების, სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში ან, თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ ან ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მოქმედი პირობების შესაბამისად) ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, გარდაცვალების ან პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია, მომდევნო თვიდან), ხოლო, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში − სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა უკვე გადარიცხულია მომდევნო თვიდან).

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, განმეორებითი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას ან ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, „ოჯახის დეკლარაციის“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-9 მუხლით განსაზღვრული მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული/გადაანგარიშებული საარსებო შემწეობის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

16. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

მუხლი 171. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში

1. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი საარსებო შემწეობის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირის გარდაცვალებამდე მიუღებელი კუთვნილი (გარდაცვალების თვის ჩათვლით) საარსებო შემწეობის თანხა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე;

ბ) პირს გარდაცვალებამდე მოპოვებული ჰქონდა საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ გარდაცვალების დროისთვის თანხა ჯერ არ ჩარიცხულა საბანკო ანგარიშზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე საარსებო შემწეობის თანხები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის განცხადებით მიმართეს სააგენტოს, პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

3. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება საარსებო შემწეობა, თუ იგი შეწყდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის გარდაცვალების გამო ან/და მემკვიდრის მიერ არ იქნა გატანილი საარსებო შემწეობის შეწყვეტის თვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.“.

17. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18​1. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი

თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:

ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;

ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე