„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.035.017212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2026 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №140/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010 წ., №56, მუხ. 877) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადის შევსება მაძიებელი ოჯახის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს განაცხადის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადის) მიღებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესის ადმინისტრირება.“;

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელოს განაცხადის მიღებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის მიღებისა და აღრიცხვის წესი“):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;“;

ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განაცხადი – სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ოჯახის ნებას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში ან განხორციელდეს რეგისტრირებული ოჯახის განმეორებითი შეფასება, ან რეგისტრაციის გაუქმება. მონაცემთა ბაზაში პირველადი რეგისტრაციისას, ოჯახი უფლებამოსილია განაცხადი შეავსოს ელექტრონული ფორმით; 

დ) განაცხადის რეგისტრაცია – მონაცემთა ბაზაში პირველადი რეგისტრაციის დროს, სააგენტოს მიერ განაცხადისათვის სპეციალური ნომრის მინიჭება, რაც ადასტურებს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანას.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. განაცხადი

1. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით განაცხადის ფორმის ოჯახებისთვის ხელმისაწვდომობას, შევსებული განაცხადების მიღებას და დამუშავებას;

ბ) სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – ssa.moh.gov.ge განთავსებული შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით, ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადის მიღებას და დამუშავებას. 

3. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადის მატერიალური/ელექტრონული ფორმით შევსებასთან დაკავშირებით, მისცეს ახსნა-განმარტება განაცხადის შევსების საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ამასთან, მიაწოდოს ინფორმაცია როგორც სააგენტოს უფლებამოსილების, ასევე „ოჯახის“ უფლება-მოვალეობების თაობაზე.

4. დაუშვებელია განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა, ასევე განაცხადის გაცემისათვის რაიმე საფასურის დაწესება.“; 

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი უფლებამოსილია მოითხოვოს განმეორებითი გადამოწმება, თუ ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან გასულია ერთი წელი ან/და ოჯახში ადგილი აქვს:

ა) დემოგრაფიულ ცვლილებას (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება);

ბ) ოჯახის წევრის დასაქმებას/შემოსავლის მიღებას;

გ) ოჯახის წევრის სამუშაოს/ შემოსავლის დაკარგვას;

დ) საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას;

ე) ოჯახის წევრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას;

ვ) გადამოწმების სხვა საფუძველს, რაც გავლენას ახდენს რეგისტრირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილებაზე.“; 

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შევსებული განაცხადი ბარდება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის:

დ.ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს, ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე;“;

დ.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაცხადის მიღების შემდეგ განმცხადებელზე გაიცემა სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება დოკუმენტის ნომერი, ჩაბარების თარიღი და დოკუმენტის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.“;

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. განაცხადის დამუშავება

1. სააგენტო უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირ(ებ)ის პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების გამოთხოვას, მიღებას, შეგროვებას, გადამოწმებას, გამოყენებას, შენახვას ან სხვა ნებისმიერი სახით/ფორმით დამუშავებას.“;

ვ.ბ) 21–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. განაცხადში დაფიქსირებული პირის რეკვიზიტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ბაზასთან შედარებისას აღმოჩენილი ტექნიკური უზუსტობის შემთხვევაში, ავტომატურად ხორციელდება მონაცემთა ბაზაში პირის რეკვიზიტების (სახელი, გვარი) კორექტირება.

3. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

4. პირველადი განაცხადის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობა წარმოადგენს მაძიებელი ოჯახის უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას, ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას და ადასტურებს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანის ფაქტს.“;

ვ.გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას განაცხადის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) განაცხადში დაფიქსირებული ოჯახის რომელიმე წევრი არ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს;

ბ) განმცხადებელი არ არის ოჯახის წევრი/ოჯახის წევრის კანონიერი წარმომადგენელი;

გ) განაცხადი შევსებულია არასრულყოფილად/არასწორად;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

7. განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: 

ა) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შესახებ;

ბ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ოჯახისთვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.“;

ზ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. განაცხადის შევსება ელექტრონული ფორმით

1. ელექტრონული ფორმით განაცხადი ივსება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – ssa.moh.gov.ge. სააგენტოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ელექტრონული განაცხადის ფორმა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

2. განაცხადის შევსების უფლება აქვს ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს.

3. განაცხადის შევსებამდე განმცხადებელმა შესაბამისი ველის მონიშვნით უნდა დაადასტუროს თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

4. განაცხადის შევსება ხდება სათანადო ველებში შესაბამისი მონაცემების შეტანით, შევსებას ექვემდებარება ყველა სავალდებულო ველი.

5. განაცხადში, ოჯახის წევრ(ებ)ის პირადი რეკვიზიტები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი) ფიქსირდება ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული მონაცემების შესაბამისად.

6. განაცხადის ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდეგ, ინფორმაციის საბოლოო დადასტურებამდე, განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა გადაამოწმოს მის მიერ დაფიქსირებული მონაცემების სისწორე.

7. განაცხადის ელექტრონულად შევსებისას:

ა) ოჯახს ავტომატურად ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კოდის, ელექტრონული განაცხადის მაიდენტიფიცირებელი კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობას;

ბ) განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება;

გ) სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შესახებ.

8. ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადი ხელმოწერით დასტურდება ოჯახში ვიზიტის დროს, განაცხადში აღნიშნული ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს განაცხადებს ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადის ხელმოწერაზე, წყდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და ივსება ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე
📎 დანართები (1)
18-dan..docx

დანართი № 2

C:\Users\moris_ts\Pictures\197px-Lesser_coat_of_arms_of_Georgia_svg.png

სსიპ - სოციალური

მომსახურების

სააგენტო

განაცხადი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ

ივსება სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ
ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი: თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):
განყოფილების/მომსახურების ცენტრის კოდი განცხადების ნომერი

მომართვის მიზეზი:

1. პირველადი რეგისტრაცია

2. რეგისტრაციის გაუქმება

3. განმეორებითი შეფასება

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

სახელი: გვარი: დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):
პირადი ნომერი: საკონტაქტო ტელეფონი:

ხართ თუ არა ოჯახის წევრი?

1. დიახ 2. არა

ოჯახის მისამართი

თვითმმართველი ქალაქი: მუნიციპალიტეტი: საფოსტო ინდექსი:
ადმინისტრაციული ერთეული: სოფელი:
ქუჩა/კვარტალი/მიკრორაიონი: სახლის №: კორპუსი: ბინის №:
1. ტელეფონი: 2. ტელეფონი: ელფოსტა:

ინფორმირებული ვარ რომ, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისა და შემდგომი ადმინისტრირების (სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნა, შეწყვეტა, რეგისტრაციის გაუქმება და ა.შ.) მიზნით, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, ჩემი პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემები ყოველთვიურად − გამოითხოვოს, მიიღოს, შეაგროვოს, გადაამოწმოს, გამოიყენოს, შეინახოს ან სხვა ნებისმიერი სახით/ფორმით დაამუშაოს სხვა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან, მათ შორის:

1. სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან, სსიპ –სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან, სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდიდან, კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან (მათ შორის, ელექტროენერგიის განაწილების, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი პირებისგან, აგრეთვე, დაგვა-დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამისი ოპერატორი კომპანიებიდან ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრები შესაბამისი უფლებამოსილი პირებისგან) ან სხვა ნებისმიერი იურიდიული პირისგან, რომელიც ამუშავებს სოციალური დახმარებ(ებ)ის ადმინისტრირების მიზნებისათვის საჭირო მონაცემებს.

2.მომსახურე საბანკო დაწესებულებიდან მიიღოს სრული ინფორმაცია საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მოძრაობის შესახებ.

ოჯახის წევრები
სახელი გვარი პირადი ნომერი

დაბადების თარიღი

(რიცხვი / თვე / წელი)

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17

განმეორებითი შეფასების მოთხოვნის მიზეზი

1. დემოგრაფიული ცვლილება ოჯახში

2. დასაქმება/შემოსავლის მიღება

3. სამუშაოს/შემოსავლის დაკარგვა

4. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება

5. სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან გასულია ერთ წელზე მეტი

6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა

7. განმეორებითი გადამოწმების სხვა მიზეზი:

_______________________________________________________

მიუთითეთ სხვა მიზეზი

განაცხადის ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა:

  • მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი თუ საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;

  • ობიექტური პასუხები გასცეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;

  • სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციას ან განმეორებით გადამოწმებას;

  • ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს, ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე.

„ოჯახის დეკლარაციაზე“ ხელმოწერით ოჯახი ადასტურებს:

  • რომ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში ასახულია სრულად, შეესაბამება სიმართლეს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე;

ოჯახს უფლება აქვს:

  • მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ;

  • გაეცნოს მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებს და მიიღოს მონაცემების ასლები;

  • მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა (გარდა შენახვისა), გადატანა ან დაბლოკვა;

  • გამოიხმოს თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;

  • მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილე­ბების (შესწორებების) შეტანა;

  • მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან;

  • გაასაჩივროს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგები;

  • ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით;

  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან/და სასამართლოს.

  • გავეცანი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან განმეორებითი გადამოწმების პირობებს და ვიღებ ვალდებულებას მათ განუხრელ შესრულებაზე, აგრეთვე, განცხადებაში მითითებული ოჯახის მონაცემების სისწორეზე, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით

__________________________________________________

ოჯახის

წევრის ხელმოწერა

___________________________________________________

სახელი, გვარი და პირადი ნომერი

___________________________________________________

ჩაბარების რიცხვი/თვე/წელი

შეკითხვების ან საჩივრების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრს ან დაუკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@ssa.moh.gov.ge, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 15 05