„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.025762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2026 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის, მათ შორის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ასევე საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობასთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, სექსუალურ შევიწროებასთან და არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე დროული რეაგირებისა და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა; საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს და, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; სამინისტროს წარმომადგენლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაში; ადამიანის უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, ერთიანი პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა, განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია და სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური მასალების შემუშავება; სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის წარმართვა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე