1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას დაევალოთ, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის“ (შემდეგში – სახელმწიფო პროგრამის) მე-2 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელიც იღებს ახალ სესხს კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან ან/და ახდენს კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული სესხის რესტრუქტურიზაციას/რეფინანსირებას პროგრამის ფარგლებში. ამასთან, მეწარმე სუბიექტი ბენეფიციარად მიიჩნევა კომერციული ბანკის მიერ კორპორაციაში შესაბამისი მიმართვის ფორმის წარდგენის მომენტიდან, თუ კორპორაცია განახორციელებს მიმართვის ფორმის დადასტურებას ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით;“;
ბ) „ლ“-„ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციას გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;
მ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის ბიზნესსესხების მოცულობა მის მთლიან საკრედიტო პორტფელში 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით აღემატება 2 მილიონ ლარს და რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციას გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;
ნ) კორპორაცია − სს – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“;
გ) „ჟ“- „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ხელშეკრულება – კორპორაციასა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;
რ) მიმართვის ფორმა – კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კორპორაციაში წარდგენილი დოკუმენტი, ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი/რეფინანსირებული, ხოლო ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხის ძირითადი მახასიათებლების თაობაზე;
ს) კვალიფიციური პორტფელი:
− სქემის ფარგლებში ჩართულ კომერციულ ბანკებს შორის საგარანტიო თანხის გადანაწილების კრიტერიუმი, რომელიც დაითვლება თითოეული ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად გაცემული სესხების შესაბამისად და რომლის პროპორციულად მოხდება კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის გადანაწილება;
− საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კორპორაციისთვის მიწოდებული და სქემის ფარგლებში ჩართული თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დათვლილი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით გაცემული სესხების ჯამური მოცულობა, რომლის პროპორციულად მოხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული საგარანტიო თანხის გადანაწილება;“;
დ) „ფ“-„შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) განაცხადი - კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კორპორაციაში წარდგენილი დოკუმენტი, სადეპოზიტო ანგარიშზე ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი/რეფინანსირებული, ხოლო ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხისთვის გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ჩარიცხვის თაობაზე, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში;
ქ) სადეპოზიტო ანგარიში − კორპორაციის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტების შესაბამისად გახსნილი ანგარიში, რომელსაც კომერციული ბანკი ყოველდღიურად არიცხავს პროგრამით დადგენილ საპროცენტო სარგებელს, განკუთვნილია პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისათვის და აღჭურვილია პროგრამით დადგენილი სხვა ფუნქციებით;
ღ) სხვა სადეპოზიტო ანგარიში – ამ დადგენილების მე-4 მუხლის 81 პუნქტის განხორციელების მიზნით კორპორაციის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში გახსნილი ანგარიში;
ყ) აუთვისებელი თანხები – ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადასტურებული სესხებისათვის საკრედიტო გარანტიის უზრუნველსაყოფად ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან/და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კორპორაციისთვის ჩარიცხული თანხა, რომლის განთავსებაც სადეპოზიტო ანგარიშ(ებ)ზე კორპორაციის მიერ არ განხორციელებულა ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3, 31, მე-4 და 41 პუნქტების შესაბამისად და არ არსებობს მისი ამ მიზნით შემდგომი გამოყენების საფუძველი. აღნიშნული თანხები, სრულად ან ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან შეთანხმებით კორპორაციის მიერ შესაძლოა მიმართულ იქნეს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში;
შ) საერთო სახსრები – ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა, რომლის მოცულობის თაობაზე ინფორმაცია კორპორაციის მიერ ასახულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელზედაც წვდომა აქვთ პროგრამაში ჩართულ კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს;“.
3. სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.
2. კორპორაცია, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული სესხებიდან ან/და კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზაციის სესხებიდან გამომდინარე კომერციული ბანკ(ებ)ის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური რისკის გადანაწილებას, ამ პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად.
3. კორპორაციასა და კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.“;
ბ) მე-11-მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კორპორაცია უფლებამოსილია, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და რეგიონში სესხების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამომავლოდ კონკრეტულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და კონკრეტულ რეგიონში საკრედიტო გარანტიის გაცემის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული საკრედიტო გარანტიების გაუქმებას.
12. კორპორაცია უფლებამოსილია, რისკების შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 14 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მას. აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული საკრედიტო გარანტიების გაუქმებას.
13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას კორპორაცია მოქმედებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ყოველგვარი დასაბუთების წარდგენის გარეშე.
14. კორპორაცია ვალდებულია, კომერციულ ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კონკრეტულ სესხზე შეწყვიტოს გარანტია და მოითხოვოს საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება, თუ მონიტორინგის შედეგად დაადგენს, რომ ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დარღვეულია მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.“.
4. სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრედიტო გარანტია წარმოადგენს კორპორაციასა და კომერციულ ბანკ(ებ)ს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კომერციული ბანკ(ებ)ის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში – მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) და ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;
ბ) 21-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. პროგრამაში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რესტრუქტურიზება/რეფინანსირება როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ასევე კომერციული ბანკის მიერ, რა დროსაც არ იცვლება პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე კორპორაციის მიერ უკვე გაცემული გარანტიის პროცენტული მაჩვენებელი.
3. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) კორპორაცია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში;
ბ) სამინისტრო პროგრამით განსაზღვრული ასიგნების და სასესხო შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფს კორპორაციისათვის თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;
გ) კორპორაცია ვალდებულია, პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, ან/და ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს კომერციულ ბანკში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთანავე, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით პროგრამისთვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი კომერციული ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე და კორპორაციის მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.
31. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კორპორაციის მიერ დადასტურებული სესხებისთვის/სესხების ტრანშებისთვის ჩაურიცხავი საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) იმავე წლის ასიგნებების ფარგლებში – კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არაუგვიანეს იმავე წლის 31 დეკემბრისა) სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე;
ბ) მომდევნო წლის ასიგნებების ფარგლებში – იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ჩარიცხული თანხა სრულად არ არის საკმარისი, კორპორაციის მიერ დადასტურებული სესხების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არაუგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე. ამასთან, სამინისტროს მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა კორპორაციისათვის არ ჩაითვლება წინა პერიოდის ვალდებულებების დაფარვად;
გ) კორპორაცია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებულ ან ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას განათავსებს შესაბამის კომერციულ ბანკში ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშზე ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით პროგრამისთვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამასთან, აღნიშნულ ანგარიშზე ამ წესით განთავსებული თანხის მართვა, სარგებლის დარიცხვა/გადარიცხვა, ხორციელდება ამ პროგრამითა და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული/რეფინანსირებული სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) კორპორაცია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მითითებულ კომერციულ ბანკში, რომელთანაც კორპორაციას ამ მიზნით გაფორმებული აქვს სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება, გახსნას სადეპოზიტო ანგარიში;
ბ) სამინისტრო, პროგრამით განსაზღვრული ასიგნების და სასესხო შეთანხმების ფარგლებში, უზრუნველყოფს კორპორაციისათვის თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;
გ) კორპორაცია ვალდებულია, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე ან ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა პროგრამის შესაბამისად განათავსოს კომერციულ ბანკში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთანავე, პირველ რიგში, დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით პროგრამისთვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი კომერციული ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე და კორპორაციის მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.
41. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კორპორაციის მიერ დადასტურებული ახალი/რეფინანსირებული სესხებისთვის/სესხის ტრანშებისთვის ამ თარიღის მდგომარეობით ჩაურიცხავი საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) იმავე წლის ასიგნებების ფარგლებში – კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არაუგვიანეს იმავე წლის 31 დეკემბრისა) სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე;
ბ) მომდევნო წლის ასიგნებების ფარგლებში – იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ჩარიცხული თანხა სრულად არ არის საკმარისი, კორპორაციის მიერ დადასტურებული სესხების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არაუგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე. ამასთან, სამინისტროს მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა კორპორაციისათვის არ ჩაითვლება წინა პერიოდის ვალდებულებების დაფარვად;
გ) კორპორაცია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებულ ან ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას განათავსებს დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ შესაბამის კომერციულ ბანკში ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშზე ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით პროგრამისთვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამასთან, აღნიშნულ ანგარიშზე ამ წესით განთავსებული თანხის მართვა, სარგებლის დარიცხვა/გადარიცხვა, ხორციელდება ამ პროგრამითა და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებისა და კომერციულ ბანკსა და კორპორაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დადგენილი წესის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე არსებულ საგარანტიო თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას ყოველდღიურად, რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად.“;
გ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-7-81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული, შესაბამისი საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებითა (მათ შორის, სასესხო შეთანხმების ფარგლებში კონკრეტული საბიუჯეტო კოდით გათვალისწინებული ასიგნება) და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრებით. თითოეული საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას, რომელიც კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის უნდა განაწილდეს, კვალიფიციური პორტფელის პროპორციულად განსაზღვრავს კორპორაცია. კორპორაცია განსაზღვრავს თითოეული საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას, რომელიც უნდა მიიმართოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში. ამასთან, პროგრამაში მონაწილე ფინანსური ინსტიტუტებისთვის სასესხო შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კორპორაცია ასახელებს კონკრეტული საბიუჯეტო წლისათვის სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხელმისაწვდომი დაფინანსების მოცულობასაც.
8. ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა გზით სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული/მოზიდული სახსრები, მათ შორის, ამ მუხლის 102 პუნქტის შესაბამისად, ასევე სქემის მომსახურების საკომისიო, სადეპოზიტო და სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული სარგებელი, მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ამოღებული თანხა, ასევე მიმდინარე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თითოეული საბიუჯეტო წლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ის მოცულობა, რომელიც არ იქნა განაწილებული კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კვალიფიციური პორტფელის პროპორციულად, წარმოადგენს ამ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დამატებითი საკრედიტო გარანტიების უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულ საერთო სახსრებს, რომელთა გამოყენების უფლება პროგრამაში ჩართულ ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი მხრიდან სრულად მოხდება კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად თითოეულისათვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის ლიმიტის ამოწურვა.
81. კორპორაცია, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს ხაზინაში მის არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე არსებულ თანხას (მათ შორის, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული), თუ იგი ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაირიცხა სადეპოზიტო ანგარიშებზე, განათავსებს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ კომერციულ ბანკში გახსნილ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელსაც დაერიცხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ტოლი ან მეტი სარგებელი. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი კომერციული ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე და კორპორაციის მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში. აღნიშნული სადეპოზიტო ანგარიში არ არის მიმდინარე მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტების შესაბამისად გახსნილი ანგარიში).“;
ე) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„83. კორპორაცია მოახდენს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი გარანტიის კორექტირებას გამოყოფილი გარანტიის ათვისების მაჩვენებლის შესწავლისას. ასეთ შემთხვევაში კორპორაცია უფლებამოსილია, ათვისების მაჩვენებლის გათვალისწინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/კომერციული ბანკის მიერ აუთვისებელი გარანტია ნაწილობრივ ან სრულად მიმართოს ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საერთო სახსრებში – ნებისმიერ დროს.“;
ვ) 85 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„85. პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმისას ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კვალიფიციური პორტფელის გათვალისწინებით მისთვის გამოყოფილი აუთვისებელი საგარანტიო თანხა კორპორაციის მიერ მიიმართება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში პროგრამაში მონაწილეობაზე კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უარის თქმიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.“;
ზ) მე-9-102 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პროგრამის ფარგლებში გაცემულ/რეფინანსირებულ (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მხოლოდ სესხის ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) სესხ(ებ)ზე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ხოლო კომერციული ბანკი ასევე რესტრუქტურიზებულ სესხებზე ყოველთვიურად უზრუნველყოფს (სამინისტროსთან შეთანხმებით, კორპორაციის მიერ დადგენილი ოდენობით) საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს ჩარიცხვას კორპორაციის არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე საკრედიტო გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში, კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და კორპორაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. უცხოურ ვალუტაში რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში თითოეული სესხის ნაშთის ოდენობა დაითვლება სესხის რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. ამასთანავე, საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს მოცულობის დადგენისას იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც ჩართულია როგორც საკრედიტო სქემაში, ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, კორპორაცია, სესხის გარანტირებული ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით, იყენებს დიფერენცირებულ მიდგომას სესხის ძირი თანხის 60%-ის ჩათვლით მოცულობაზე და სესხის ძირი თანხის 60%-ის ზემოთ ოდენობაზე.
91. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სქემის მომსახურების საკომისიოს გადახდის ვალდებულება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ ეკისრება მხოლოდ იმ სესხებზე (სესხის პროგრამაში ჩართვის სრული პერიოდის მანძილზე), რომელთა მსესხებელი მეწარმე სუბიექტები ახდენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არანაკლებ სამი პირის დასაქმებას დანართი №1-ით განსაზღვრული მიზნობრივი საქმიანობის განხორციელებისას. აღნიშნული სამი თანამშრომლიდან არანაკლებ ერთი დასაქმებული უნდა იყოს მეწარმე სუბიექტთან პროგრამაში ჩართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ხოლო არანაკლებ ერთის დასაქმება უნდა მოხდეს პროგრამაში ჩართვის ეტაპზე. ამასთანავე, მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შშმ პირებთან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად პროგრამაში ჩართვიდან არანაკლებ მომდევნო სამწლიანი შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სქემის მომსახურების საკომისიოსგან გათავისუფლების სურვილის მქონე მეწარმე სუბიექტმა მასა და შშმ პირს შორის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, კორპორაციაში მიმართვის ფორმის გამოგზავნამდე, უნდა წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული, მასთან დასაქმებული შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, თუ ბენეფიციარის მხრიდან ადგილი ექნება ამ პუნქტში მოცემული პირობების დარღვევას, მას მოუწევს სქემის მომსახურების საკომისიოს გადახდა პროგრამით დადგენილი წესითა და ოდენობით (მათ შორის იმ პერიოდზეც, როდესაც გათავისუფლებული იყო საკომისიოს გადახდის ვალდებულებისგან).
10. პროგრამის ფარგლებში საკრედიტო გარანტია შესაძლოა, გაიცეს მხოლოდ იმ სესხების მიმართ, რომელთა მსესხებელი მეწარმე სუბიექტები აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, თუ კონკრეტულ სესხთან მიმართებით კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სარგებლობს სასესხო შეთანხმების პროექტით, ამ შემთხვევაში, გარდა პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, როგორც მეწარმე სუბიექტი, ასევე თავად ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს სასესხო შეთანხმების ყველა სავალდებულო პირობას, რომელიც გაწერილი იქნება კორპორაციასა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
101. წინამდებარე პუნქტის თანახმად, თუ კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონკრეტულ სესხთან მიმართებით სარგებლობს სასესხო შეთანხმების პროექტით ამ კონკრეტული სესხისათვის საკრედიტო გარანტიის უზრუნველსაყოფად, იგი არ იყენებს მისთვის კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად გამოყოფილ ლიმიტს და არც ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებს. ამ კონკრეტული სესხისთვის საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფა განხორციელდება სასესხო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან, რომლის მოცულობაც დასახელებულია ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 82 პუნქტით დადგენილი პრინციპის დაცვით.
102. წინამდებარე პუნქტში დასახელებული სესხის ფარგლებში, ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული სახსრები, ასევე სქემის მომსახურების საკომისიო და სადეპოზიტო და სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული სარგებელი, წარმოადგენს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საერთო სახსრებს, რომლებიც მიმდინარე მუხლის მე-8 და 82 პუნქტებით დადგენილი წესის დაცვით ხელმისაწვდომია პროგრამაში მონაწილე ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისათვის, მათ მიერ დამატებითი საკრედიტო გარანტიების უზრუნველყოფისათვის, განურჩევლად, სესხი გაცემული იქნება სასესხო შეთანხმების პროექტის ფარგლებში, თუ მის გარეთ.“;
თ) 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სარგებლობისას კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბენეფიციარის მიერ საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების (თევზსაჭერი გემის) შეძენის შემთხვევაში გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისთანავე მოახდინოს გემის უფლებრივი დატვირთვა პროგრამის ფარგლებში აღებული/რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის უზრუნველსაყოფად და მოახდინოს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილი და კორპორაციის მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლება კორპორაციასა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ი) 171 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„171. პროგრამის ფარგლებში სესხის აღება არ შეუძლიათ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც კორპორაციის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მიმართვის ფორმის წარდგენის დღის მონაცემებით აქვთ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და რეგისტრირებულნი არიან მოვალეთა რეესტრში.“.
5. სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტები, ხოლო თანამსესხებლების მიერ სესხის აღების/რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების შემთხვევაში − თითოეული ცალ-ცალკე, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კორპორაციაში მიმართვის ფორმის გამოგზავნის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში;
ბ) მეწარმე სუბიექტის სასესხო ვალდებულებები არ უნდა აღემატებოდეს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარს;
გ) მეწარმე სუბიექტს არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ამ დადგენილების მე-4 მუხლის 171 პუნქტის შესაბამისად.“;
ბ) მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სესხის/სესხის პირველი ტრანშის (რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარისა – კომერციული ბანკის შემთხვევაში, ხოლო არანაკლებ 20 000 ლარისა – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში) ათვისება კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს ამ სესხზე საკრედიტო გარანტიის გაცემას. აღნიშნულ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, პროგრამით სარგებლობის თაობაზე ხელახლა მიმართოს ბანკს/ორგანიზაციას ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესის დაცვით;
ე) სესხის სრული ათვისება კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში (გარდა დანართი №1-ით განსაზღვრული კოდებისა: 01.21.0, 01.22.0, 01.23.0, 01.24.0, 01.25.0, 01.26.0, 01.27.0, 01.28.0, 01.29.0, 01.49.9 − ამ შემთხვევაში სესხის სრული ათვისების ვადად განისაზღვრება კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 წლისა). ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხებზე ტრანშის გაცემა არ დაიშვება.“.
6. სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110 (ას ათი) პროცენტს. სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალურ ოდენობაში არ გაითვალისწინება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის თავდებობა. ამასთანავე, თუ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ის ქონება, რომელიც ერთხელ ან რამდენიმეჯერ უკვე დაგირავებულია სხვა სესხის/სესხების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამური ოდენობა დგინდება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.
7. სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის:
ა) მე-2-81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას პროგრამის მე-4 მუხლის მე-11 – მე-17, მე-5 მუხლის პირველი და მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, კორპორაციას უგზავნის სრულყოფილად შევსებულ მიმართვის ფორმას.
3. კორპორაცია უზრუნველყოფს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიმართვის ფორმით წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმებას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან.
4. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის კორპორაციისთვის მიწოდებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში კორპორაცია ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან. კორპორაციის დასტურის შემთხვევაში, სესხი მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.
41. დამტკიცებული სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემდეგ კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კორპორაციასთან შეთანხმებული ფორმითა და შეთანხმებულ დროში წარუდგენს მას განაცხადს, საგარანტიო თანხის მოთხოვნის თაობაზე.
5. კორპორაციის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც დამტკიცდა და გაიცა 2022 წლის 3 იანვრიდან), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს სესხის 28 პროცენტის ოდენობით.
6. კორპორაცია საკრედიტო გარანტიის თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ყოველი თვის 15 რიცხვამდე.
7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დადასტურების მიზნით წარდგენილია კორპორაციაში 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ დადასტურებულია კორპორაციის მიერ) ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/ რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.
71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება:
− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კორპორაციაში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად, ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;
− 2022 წლის 3 იანვრიდან დადასტურებული და გაცემული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით;
− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კორპორაციაში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებული რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.
8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და კორპორაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) (რომლებიც კორპორაციაში დასადასტურებლად წარდგენილია 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებულია) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და კორპორაციის საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება: − 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კორპორაციაში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებულ სესხებზე (როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის) არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით; − 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებულ და გაცემულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით.“;
ბ) მე-9-111 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კორპორაცია ამოწმებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დავალების საფუძველზე, კორპორაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სისწორეს და, აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, კორპორაცია და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (კომერციული ბანკის მეშვეობით) უზრუნველყოფენ აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრას, კორპორაციასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და დეპოზიტის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად.
10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კორპორაციაში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
101. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 28 პროცენტის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კორპორაციაში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, კორპორაციის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.
111. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 28 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, კორპორაციის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“;
გ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, კორპორაციისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მოახდენს კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას, პროგრამის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
14. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის დეფოლტის შემთხვევაში კომერციული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მისთვის მიცემული საგადახდო დავალების საფუძველზე მოახდენს კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვას.“;
დ) მე-16-მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. კომერციული ბანკი ყოველი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში გამოხატული დეპოზიტის საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვას ხაზინაში კორპორაციის სხვა არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე, რომელიც კორპორაციის მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში. კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ/რეფინანსირებულ/რესტრუქტურიზებულ სესხებზე საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვა ამ პუნქტში დასახელებულ ანგარიშზე ამ პუნქტშივე დასახელებულ ვადაში.
161. ყოველი თვის 15 რიცხვამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ გაცემულ/რეფინანსირებულ სესხებზე (მხოლოდ ნამეტ თანხაზე) საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვას ხაზინაში კორპორაციის სხვა არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე, რომელიც კორპორაციის მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.
17. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ კორპორაციისთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული, ხოლო ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
18. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აწვდის კორპორაციის განახლებულ ინფორმაციას სასესხო პორტფელის შესახებ, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებების, დეფოლტისა და ახალი/რეფინანსირებული (მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში), კომერციული ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ.“.
8. სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობები
ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კორპორაციასა და კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, მხარეთა შორის შეთანხმებულ სხვა პირობებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) სანქცია, რომელიც ეკისრება ბენეფიციარს ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში;
ბ) სანქცია, რომელიც შესაძლოა დაეკისროს კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ამ პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
გ) კომერციული ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და კორპორაციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი და ფორმა.“.
9. სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის:
ა) მე-2-41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების (მოიცავს რეფინანსირების შედეგად ნამეტ თანხას) დეფოლტის დადგომის შემდეგ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალებისა და კორპორაციის დასტურის შემდეგ კომერციული ბანკის მიერ ხდება საკრედიტო გარანტიის თანხის ჩამოჭრა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვა, რომლის მიერ, თავის მხრივ, ხდება საგარანტიო თანხის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. დეფოლტის დადგომის თაობაზე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს კორპორაციას და აწვდის ინფორმაციას საკრედიტო გარანტიის თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა).
4. ასათვისებელი თანხა კომერციული ბანკის შემთხვევაში წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული/ რესტრუქტურიზებული სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით კომერციული ბანკის მიერ კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
41. ასათვისებელი თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაცემული/ რეფინანსირებული სესხის (მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალებისა და კორპორაციის დასტურის საფუძველზე, კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომერციულ ბანკსა და კორპორაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კორპორაციის მიერ ასათვისებელი თანხის ოდენობის სისწორის დადასტურების შემდეგ კომერციული ბანკი უფლებამოსილია, ჩამოჭრას სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობა.“;
გ) მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კორპორაციაში შემოსული და შემდგომ დადასტურებული ახალი/რეფინანსირებული, ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის:
90 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას და ბანკის შემთხვევაში – რესტრუქტურიზებისასაც ნამეტი თანხის ნაწილში) შემთხვევაში);
30 პროცენტისა (გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას, რესტრუქტურიზებული ძირის ნაწილში)
ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რესტრუქტურიზებულია/რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 90 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, უცხოური ვალუტის სესხის შემთხვევაში სესხის ამოღების შედეგად მიღებული გარანტირებული ნაწილის შესაბამისი თანხის დაბრუნება სახელმწიფო ხაზინაში უნდა მოხდეს სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზების დღეს არსებული ეროვნული ბანკის ვალუტის კურსის შესაბამისად.
81. 2023 წლის 3 იანვრის შემდეგ გაცემული სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება ბანკის/ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯი, საიდანაც მოხდება კორპორაციისთვის შესაბამისი სქემის მომსახურების საკომისიოს ჩარიცხვა, შემდგომ დაკმაყოფილდება ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნა სრულად და თანხის დარჩენის შემთხვევაში აღნიშნული თანხის ფარგლებში მოხდება კორპორაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება სესხის ამოღების შედეგად მიღებული გარანტირებული ნაწილის შესაბამისად.“;
დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. იმ სესხების შემთხვევაში, რომელთა გაცემაც მოხდა 2023 წლის 3 იანვრამდე, თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მაქსიმუმ 3 (სამი) წლის ვადაში კორპორაციისთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად. ხოლო იმ სესხების შემთხვევაში, რომელთა გაცემაც მოხდა 2023 წლის 3 იანვრიდან, თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მაქსიმუმ 3 (სამი) წლის ვადაში კორპორაციისთვის კუთვნილი (ძირის გარანტირებული ნაწილის) ნაწილის ჩარიცხვა ხაზინაში კორპორაციის სხვა არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციისა და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ამ მუხლის 81 და მე-9 პუნქტების შესაბამისად. აღნიშნული თანხები კორპორაციის მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.
11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს კორპორაციისთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-8, 81 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.“.
10. სახელმწიფო პროგრამის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მონიტორინგი, გამჭვირვალობა და ანგარიშგება
1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს კორპორაცია.
2. კორპორაცია უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კორპორაცია ოფიციალურად აცნობებს კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.
3. კორპორაცია ახორციელებს კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული/რეფინანსირებული სესხების (მხოლოდ ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში), ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხების პორტფელის, მათ შორის, პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების, სექტორულ და გეოგრაფიულ განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების, სექტორებისა და ბენეფიციარების კატეგორიების მიხედვით დეფოლტის მაჩვენებლების ანალიზს (საკმარისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს რეკომენდაციებს საგარანტიო სქემაში ცვლილებების შეტანის შესახებ და წარუდგენს სამინისტროს.
4. პროგრამის ფარგლებში კორპორაცია უფლებამოსილია, კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.
5. ყოველკვარტალურად კორპორაცია ახორციელებს პროგრამის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და კორპორაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
6. პროგრამის შედეგების მონიტორინგის მიზნით, კორპორაცია უფლებამოსილია, პროგრამის ამოქმედებიდან ყოველწლიურად განახორციელოს გარე აუდიტი.
7. პროგრამის ფარგლებში კორპორაცია ბუღალტრულ და ფინანსურ ანგარიშგებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
11. სახელმწიფო პროგრამის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ პროგრამით გათვალისწინებულ გარანტიაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის დადასტურების მიზნით კორპორაციისთვის მიმართვის ბოლო ვადად განისაზღვრება არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბერი. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, კორპორაციისთვის მიმართვის ვადა გაგრძელდება 2024 წლის 3 იანვრიდან.“.
12. სახელმწიფო პროგრამის მე-13 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საკრედიტო გარანტიის გაცემის ლიმიტები დასახელებული რედაქციით მოქმედებს 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებული ახალი/რესტუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხებისათვის.
2. 2021 წლის 15 დეკემბრიდან პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის/სესხების რეფინანსირება, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზაცია, შესაბამისად, დასახელებული თარიღიდან იურიდიულ ძალას კარგავს ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი, რომელიც არეგულირებს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის პროგრამაში რესტრუქტურიზებას/რეფინანსირებას. ამასთან, აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების მოქმედების გაუქმებას 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებული სესხებისათვის.
3. ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად დადგენილი პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა არ ვრცელდება 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით კორპორაციისთვის დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ კორპორაციის მიერ დადასტურებულ ახალ/რეფინანსირებულ/რესტრუქტურიზებულ სესხებზე.“;
ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით სარგებლობის შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტისგან განსხვავებით, საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს მოცულობის დადგენისას კორპორაცია, სესხის გარანტირებული ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით, იყენებს დიფერენცირებულ მიდგომას სესხის ძირი თანხის 60%-ის ჩათვლით მოცულობასა და სესხის ძირი თანხის 60%-ის ზემოთ ოდენობაზე;“.