„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №88 |
|
2026 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წესის მიზანი
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის (გარდა ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობისა) ანგარიშგების რეგლამენტაცია და მონიტორინგი.“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) – გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის ჩატარების შედეგად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.“;
ბ) „ე3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე3) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ხელშეკრულებას, ელექტრონული ტენდერის/კონკურსის შემთხვევაში, ეს სტატუსი სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს/კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება აიტვირთება სისტემის CMR მოდულში;“.
3. 41 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 191-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის (გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) საფუძველზე, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ ჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებასთან.“.
4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად, ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემის შესაბამის ველში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია, ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).“.
5. 51 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|