„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/181 |
|
2026 წლის 21 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. 41-ე მუხლის მე-63 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-64 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „64. საქართველოში ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი, საიმედო და სტაბილური ფუნქციონირების, ელექტროენერგეტიკული სისტემაში წარმოქმნილი სიჭარბის მართვის, ასევე ქვეყნის შიდა მიწოდება-მოხმარებაში ელეტროენერგიის უკმარისობის (დეფიციტის) დაფარვის მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში (კალენდარული წლის „მაისი“, „ივნისი“, „ივლისი“) (ელექტროენერგიის ბარტერის (გაცვლის) წესით მიწოდების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის გაცვლის (2026 წლის შემოდგომის პერიოდში (კალენდარული წლის „სექტემბერი“, „ოქტომბერი“ და „ნოემბერი“) დაბრუნების პირობით) ფარგლებში განსაზღვრული საექსპორტო მოცულობა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე ნაწილდება ამ წესების IV1 თავით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპორტო მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შეთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის საანგარიშო თვეში თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 (ერთი) დღით ადრე სარეგისტრაციოდ წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო საათობრივი გრაფიკები.“. 2. 59-ე მუხლის შემდეგ დაემატოს მე-60 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 60. ელექტროენერგიის სიჭარბისა და წარმოების შეზღუდვის პერიოდში ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციის დროებითი წესი 1. 2026 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში ქვეყანაში ელექტროენერგიის არსებული და ასევე, მოსალოდნელი სიჭარბის გამო, ამ წესების 161 მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვის თავიდან აცილების ან შემსუბუქების მიზნით, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროსადგურ(ებ)ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, ფაქტობრივად ექსპორტირებული ელექტროენერგიის ტოლფასი ელექტროენერგია სხვა ელექტროსადგურების მიერ იყიდება საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებს საფუძველზე, შესაბამისი ელექტროსადგურების (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის საერთო ჯამში ცალკეული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილის პროპორციულად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროსადგურებზე, ასევე, ელექტროსადგურებზე, რომელთაც ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან გაფორმებული აქვთ „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება ან/და ,,ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება“ (იმ პირობით, რომ 2026 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში ამ ელექტროსადგურებს გააჩნიათ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის ელექტროენერგიის სავალდებულო მიყიდვის/ფასთა შორის სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება) და ელექტროსადგურებზე, რომელთა ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება იმავე საანგარიშო პერიოდ(ებ)ში (მხოლოდ ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე). 3. შესაბამისი ელექტროსადგურები ვალდებული არიან, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობები გაითვალისწინონ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობისას, ასევე მწარმოებელსა და შესაბამის მხარეს შორის გაფორმებულ ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირ ხელშეკრულებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის საფუძველს.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|