„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016544
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2026 წლის 22 მაისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/12/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016530) შეტანილ იქნეს ცვლილება.  

2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის’’:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,2. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა იმ ახალშობილის მშობლებზე, რომლებიც, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებული იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე. ასევე  ოჯახი ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში.’’

ა.ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;’’;

ა.დ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1’’ ქვეპუნქტი:

,,ზ1) სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.“;

ბ) მე-14 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესაბამისად:

ა) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა კაპიტალური საცხოვრებელი სახლი მთლიანად და საყოფაცხოვრებო ნივთები, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით;

ბ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე  სართული, გაეწევა დახმარება არაუმეტეს  8 000 ლარის ოდენობით;

გ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული და საყოფაცხოვრებო ნივთებით, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 6 000 ლარის ოდენობით;

დ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 4 000 ლარის ოდენობით;

ე) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) საყოფაცხოვრებო ნივთებით, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 4000 ლარის ოდენობით;

ვ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა, სადაც ცხოვრობს დღის განმავლობაში, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით;

ზ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა, სადაც არ ცხოვრობს, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მცირეწლოვანი ბავშვები და სრულწლოვანი პირები, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებით – ლიმფომა, გლიომა, ლეიკემია, მელანომა; თავის ქალის პროგრესირებადი დეფორმაცია; ქვედა კიდურების ატროფია; სქოლიოზი – გამოხატული ნეკნოვანი კუზით; ავარიის შედეგად მიღებული ტრამვების რეაბილიტაცია; შვილოსნობასთან შეუთავსებელი დარღვევები – დაავადებები, ქალისა და მამაკაცის დაქვეითებული ფერტილობა, რომლებიც საჭიროებენ გინეკოლოგიურ ან რეპროდუქტოლოგიურ მკურნალობას; სხვა მძიმე დაავადებები; გაეწევათ გარკვეული თანხით დახმარება, არა უმეტეს 5 000 ლარისა. მოქალაქემ მკურნალობის შემდეგ უნდა წარმოადგინოს მერიის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენების ანგარიში. სავალდებულოა ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 200000-ს ან უნდა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა მოქალაქის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2026.
როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.05.2026. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016544.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №11, 22.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016544 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6869564/