„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის:
ა) „ო12“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო13“ ქვეპუნქტი:
„ო13) არამეწარმე ფიზიკური პირი − ფიზიკური პირი, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის;“;
ბ) „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ1) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი: ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;“.
2. 71 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), აგრეთვე სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის მინიმუმამდე შესამცირებლად უზრუნველყოს „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება.“.
3. 541 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, იურიდიულ პირს, საჯარო დაწესებულებას, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.
3. ფიზიკურ პირზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეზე, იურიდიულ პირზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე − 3 წლის ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 27 მაისი 2026 წ. N1580-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1580-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 420000000.05.001.103113.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1580-Vმს-XIმპ, 27.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.103113 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6870119/