„ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.025771
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №222

2026 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2026 წლის 1 აპრილის (№1447-Vმს-XIმპ) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2018, 240110000.10.003.020857) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს დამოუკიდებლად, ობიექტურად და მიუკერძოებლად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს, რომ შემზღუდველი ღონისძიებების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე გამოვლენილი შეუსაბამობის ტიპის, შესაძლო ზიანისა და საფრთხის სიმძიმის თანაზომიერი.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემზღუდველი ღონისძიებები − სააგენტოს  გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ;“.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.

4. სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ  მოთხოვნებთან.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბაზარზე ეფექტიანი ზედამხედველობის განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსების თარიღის, ასევე გაყიდული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის რაოდენობისა და პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ.“.

4. 101 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაძლებელია, არ შედგეს შემოწმების ადგილზე კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, იმ შემთხვევაში, თუ:    

ა) შეუსაბამობა დადგინდება ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე;

ბ) ეკონომიკური ოპერატორი სააგენტოს არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

გ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროებს დამატებით  მოკვლევას, რის ფარგლებშიც დადგინდება აღნიშნული დოკუმენტის შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.“.

5. 112 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროდუქტთან დაკავშირებული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოში შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხთან ერთად, შესაძლებელია, განხილულ იქნეს კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმე და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხი, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება, დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო, როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.“.

6. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება, განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, კოდექსის 139 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ,  დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამის თაობაზე გაიცემა სათანადო სააღსრულებო ფურცელი.“.

7. მე-14 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 − 23 პუნქტები:

„21. სააგენტო უფლებამოსილია, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილებით ეკონომიკურ ოპერატორს ასევე დაავალოს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დადგენილებით უნდა განისაზღვროს შესაბამისი პირობები და ვადები.

23. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს სააგენტოს დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.“.

8. მე-15 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 − 43 პუნქტები:

„41. სააგენტო უფლებამოსილია, პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ დადგენილებით ეკონომიკურ ოპერატორს ასევე დაავალოს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს.

42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დადგენილებით უნდა განისაზღვროს შესაბამისი პირობები და ვადები.

43. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს სააგენტოს დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.“.

9. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოდექსის 136 მუხლის მე-6 ნაწილითა და 1311 მუხლით გათვალისწინებული დადგენილებები, ასევე კოდექსის 1311 მუხლის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ეგზავნება ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის ან/და შემოწმების ოქმის შედგენის ადგილის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დადგენილება ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს ჰბარდება ხელზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში, კოდექსის 136 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებები და კოდექსის 1311 მუხლის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება ამ მუხლით დადგენილი წესით სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული დადგენილებები პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება ამ მუხლით დადგენილი წესით სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე