„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1583-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.103097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი:

„მუხლი 112. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლი

თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.“.

4. მე-19 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 მაისი 2026 წ.

N1583-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1583-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.05.001.103097.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1583-Vმს-XIმპ, 27.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.103097 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6870250/