„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1587-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
240120000.05.001.103100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თვითმმართველ ქალაქში − მისი აღმასრულებელი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.“.

2. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეკლამის დამკვეთს, რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიმართოს განცხადებით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვა არ აჩერებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 მაისი 2026 წ.

N1587-Vმს-XIმპ