„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1208 |
|
2026 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 100020030.22.027.017466) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსამსახურეს წოდებრივი სარგო და დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.“. 2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი. 2. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხისა, აგრეთვე აისახება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში.“. 3. დანართი №1 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1208. სარეგისტრაციო კოდი — 100020030.22.027.017690.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1208, 29.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.027.017690 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6870349/