„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1586-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
310060000.05.001.103099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ხოლო საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას − შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“.

2. 51 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.“.

3. 52 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე − ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. სხვა თვითმმართველ ქალაქში აღნიშნულ ნებართვას გასცემს ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან  თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის  ნებართვას  გასცემს  ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობა,  მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 მაისი 2026 წ.

N1586-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2026.
როდის იქნა მიღებული „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1586-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310060000.05.001.103099.
რამდენი მუხლისგან შედგება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1586-Vმს-XIმპ, 27.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 310060000.05.001.103099 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6870546/