„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
120000000.10.003.025772
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2026 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024  წლის 29 იანვრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2024, 120000000.10.003.024417) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) სააგენტოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები);“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო უწყებებიდან და სათანადო ორგანიზაციებიდან, ასევე დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის მიზნით, კომისიის სხდომაზე მიიწვიოს განმცხადებელი ან განახორციელოს მასთან ტექნიკური საშუალებით კომუნიკაცია.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 − მე-14 პუნქტები:

„11. კომისიის მიერ განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, რომელიც იქმნება სააგენტოს შემადგენლობიდან.

12. კომისიის სამდივნოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

13. კომისიის სამდივნო უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო უწყებებიდან და სათანადო ორგანიზაციებიდან, ასევე დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან/და კომისიის რეკომენდაციით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება გასვლით ვიზიტთან ან/და დაინტერესებულ პირთან პირადად ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით გასაუბრებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის სხდომა შეიძლება, გაიმართოს ან/და კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დისტანციურად, გამოკითხვის საშუალებით, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება გადაეცემა კომისიის სამდივნოს, რომელიც კომისიას განსახილველად წარუდგენს 30 სამუშაო დღის ვადაში.

3. კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი კომისიაში წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, გაგრძელდეს არაუმეტეს 30 სამუშაო დღემდე ვადით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე