„სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 დეკემბრის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №97 |
|
2026 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
1. ბრძანების სათაური, პრეამბულა და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სადაზღვევო ორგანიზაციისა და საპენსიო კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ბ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ბ“, „ლ“, „ო“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს „სადაზღვევო ორგანიზაციისა და საპენსიო კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი“ (შემდგომ – წესი) თანდართული სახით.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სადაზღვევო ორგანიზაციისა და საპენსიო კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესი“;
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) 1-ლი-მე-4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი მოიცავს დანართი №1-ით გათვალისწინებული „სადაზღვევო ორგანიზაციის და საპენსიო კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების“ (შემდგომ – ანგარიშგება) იმ ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებენ განმარტებას, ასევე სადაზღვევო ორგანიზაციის (შემდგომ – მზღვეველი) და საპენსიო კომპანიის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის (შემდგომ – სამსახური) დამატებით მისაწოდებელი ინფორმაციის წარდგენის წესს.
2. ამ წესის მიზანია დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში კონკრეტულ მზღვეველსა და საპენსიო კომპანიაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების, ასევე მათი შესაბამისობის კონტროლის სისტემის ამ სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესატყვისობის შეფასება და აღნიშნულის გათვალისწინებით შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების გატარება.
3. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა მზღვეველსა და საპენსიო კომპანიაზე.
4. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება მზღვეველისა და საპენსიო კომპანიის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება ავტომატურად.“;
ბ.ბ) მე-6-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი ყველა მზღვეველი/საპენსიო კომპანია სამსახურს აწვდის ანგარიშგებას ამ წესით დადგენილი ფორმით და ვადებში.
7. ანგარიშგების ფორმების შევსების მიზნებისთვის, ფორმებში მიეთითება პრემიის ოდენობა, გაცემული/გაფორმებული პოლისის/ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო თუ ხდება პოლისში თავდაპირველად დაფიქსირებული პრემიის ზრდა – ფორმებში ასახვას ასევე ექვემდებარება საანგარიშო პერიოდში გაზრდილი პრემიის ოდენობა. ფორმებში ასახვას არ ექვემდებარება პოლისში თავდაპირველად დაფიქსირებული პრემიის შემცირება.
8. ანგარიშგების ფორმების შევსების მიზნებისთვის, გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებაში არ შედის პროვაიდერი კლინიკების და სერვის ცენტრების მიმართ განხორციელებული გადახდები.
9. ანგარიშგების ფორმებში პრემიის უკან დაბრუნების შესაბამისი გარიგებების ოდენობაში აისახება: პრემია, რომელიც უბრუნდება დამზღვევს პოლისის ვადაზე ადრე შეწყვეტისას, და/ან დამზღვევის ან მის სასარგებლოდ მესამე პირის მიერ მზღვეველის საბანკო ანგარიშზე ზედმეტად ჩარიცხული, უკან დაბრუნებული თანხა, ხოლო უკან დაბრუნებული საპენსიო შენატანის ოდენობაში აისახება მონაწილის ანგარიშზე ზედმეტად ჩარიცხული, უკან დაბრუნებული თანხა.“;
გ) მე-2 მუხლის:
გ.ა) 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პრემია – სადაზღვევო შესატანი/გადაზღვევის პრემია შესაბამისი დაზღვევის/გადაზღვევის პოლისის/ხელშეკრულების მიხედვით;
გ) გაცემული პოლისი – დამზღვევზე გაფორმებული/გაცემული დაზღვევის/გადაზღვევის პოლისი, მიუხედავად იმისა, გადახდილია თუ არა პრემია;
დ) კლიენტი – დამზღვევი, საპენსიო სქემის მონაწილე;“;
გ.ბ.) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) გადაზღვევა – მიღებული გადაზღვევა.“;
გ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესითა“ და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობები.“;
დ) მე-3 მუხლის:
დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინფორმაცია მზღვეველის/საპენსიო კომპანიის შესახებ (ფორმა №1);“;
დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ინფორმაცია დაზღვევის სახეობების და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის შესახებ (ფორმა №4);“;
ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ინფორმაცია მზღვეველის/საპენსიო კომპანიის შესახებ (ფორმა №1)
ფორმა მოიცავს მზღვეველის/საპენსიო კომპანიის დასახელებას, ხელმძღვანელი პირ(ებ)ის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელსა და გვარს, მის საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი), ასევე არსებული ფილიალების (სერვის ცენტრების) რაოდენობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით სამსახურის ბოლო შემოწმების (ადგილზე ინსპექტირების მიმდინარეობის) პერიოდსა და ამგვარი შემოწმების შედეგად მინიჭებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონის შესახებ ინფორმაციას.“;
ვ) მე-5 მუხლის:
ვ.ა) მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აქტიური კლიენტების რაოდენობა მოიცავს იმ კლიენტების რაოდენობას, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის/ბოლოს მზღვეველთან/საპენსიო კომპანიასთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.
3. „საანგარიშო პერიოდში გაფორმებული/განახლებული პოლისების/ხელშეკრულებების“ შესაბამისი კლიენტების რაოდენობაში აისახება იმ დამზღვევთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა/განახლდა პოლისი/ხელშეკრულება, ხოლო ოდენობაში – აღნიშნული პოლისების/ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის ოდენობა.
4. „საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების/განხორციელებული საპენსიო შენატანების“ კლიენტების რაოდენობის შესაბამის სვეტში აისახება იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა კერძო პენსიის ხელშეკრულება; ხოლო საპენსიო შენატანების ოდენობის სვეტში აისახება მხოლოდ აღნიშნული მონაწილის სასარგებლოდ/მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა; საპენსიო შენატანების ჯამურ ოდენობაში აისახება უშუალოდ საანგარიშო პერიოდში ყველა მონაწილის სასარგებლოდ/ მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა.
5. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, მზღვეველმა/საპენსიო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტების კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით. საანგარიშო პერიოდში კლიენტის რისკის დონის ცვლილებისას ანგარიშგების ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისთვის მინიჭებული (არსებული) რისკის დონე.“;
ვ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. თუ კლიენტ ფიზიკურ პირს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამ ანგარიშგებაში იგი ფიქსირდება არარეზიდენტ ფიზიკურ პირად.“;
ზ) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრემიის/საპენსიო შენატანის ოდენობაში აისახება საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კლიენტებთან გაფორმებული პოლისების/ხელშეკრულების მიხედვით პრემიის და განხორციელებული საპენსიო შენატან(ებ)ის ოდენობა.
3. საანგარიშო პერიოდის ბოლოს აქტიური კლიენტების რაოდენობაში აისახება იმ დამზღვევთა/მონაწილეთა რაოდენობა, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მზღვეველთან/საპენსიო კომპანიასთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.“;
თ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ინფორმაცია დაზღვევის სახეობების და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის შესახებ (ფორმა №4)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია პოლისების/ხელშეკრულებების შესახებ დაზღვევის სახეობების და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის მიხედვით.
2. აქტიური კლიენტების რაოდენობა გულისხმობს იმ კლიენტთა რაოდენობას, რომლებსაც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის/ბოლოს მზღვეველთან/საპენსიო კომპანიასთან გააჩნიათ მოქმედი პოლისები/ხელშეკრულებები.
3. „საანგარიშო პერიოდში გაფორმებული პოლისების/ხელშეკრულებების და განხორციელებული შენატანების“ კლიენტების რაოდენობის შესაბამის გრაფაში აისახება იმ დამზღვევთა/მონაწილეთა რაოდენობა, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში გაფორმდა/განახლდა პოლისი/ხელშეკრულება, ხოლო პრემიის/საპენსიო შენატანების ოდენობაში – ამ პოლისების/ხელშეკრულებ(ებ)ის მიხედვით პრემიის და განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა; პრემიის/საპენსიო შენატანების ჯამურ ოდენობაში აისახება საანგარიშო პერიოდში სიცოცხლის (საინვესტიციო ხასიათის) დაზღვევის და კერძო პენსიის ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული შენატანების ჯამური ოდენობა, მიუხედავად კლიენტთან გაფორმებული პოლისის/ხელშეკრულების თარიღისა.“;
ი) მე-8 მუხლის:
ი.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანაზღაურებული ზარალის შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში პოლისით განსაზღვრული მოსარგებლის ან მისი დავალებით მესამე პირის სასარგებლოდ ფაქტობრივად გადარიცხული ზარალების ოდენობა.“;
ი.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. განკარგული საპენსიო აქტივის ოდენობის შესაბამის სვეტში აისახება მონაწილის მიერ მიღებული საპენსიო აქტივების ოდენობა.”;
კ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშგების ფორმაში აისახება მზღვეველის/საპენსიო კომპანიის სალაროს შემოსავლის და გასავლის ოპერაციები გარიგების (ოპერაციის) სახეობების მიხედვით, რომელთა ოდენობა ერთჯერადად აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს.“;
ლ) მე-10 მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
2. ანგარიშგების ფორმაში აისახება მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო მზღვეველი/საპენსიო კომპანია კლიენტის იდენტიფიკაციისას, ასევე საანგარიშო პერიოდში ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და მათზე გაცემული პოლისების/ხელშეკრულებების მიხედვით პრემიის/საპენსიო შენატანის ოდენობა.
3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში პრემიის/საპენსიო შენატანის გადახდა. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა მზღვეველთან/საპენსიო კომპანიასთან.“;
მ) მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მზღვეველის/საპენსიო კომპანიის იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად დაედო ყადაღა.“;
ნ) მე-12 მუხლის:
ნ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მზღვეველი/საპენსიო კომპანია ვალდებულია ფორმის შევსების მიზნით, უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში ასახული მონაცემების დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტის რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ფულის გათეთრება“, „ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
ნ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი; დანარჩენ შემთხვევაში, აღნიშნული ველი ივსება მზღვეველის/საპენსიო კომპანიის შეხედულებით, საჭიროებისამებრ.“;
ო) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს მზღვეველის/საპენსიო კომპანიის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.“;
პ) მე-14 მუხლის:
პ.ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მზღვეველისა და საპენსიო კომპანიის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია
1. ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, მზღვეველი და საპენსიო კომპანია სამსახურს წარუდგენს შესაბამისობის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით მზღვეველში/საპენსიო კომპანიაში მოქმედ დოკუმენტაციას (შიდა ინსტრუქცია, პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები) და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.“;
პ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მზღვეველის და საპენსიო კომპანიისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.“;
ჟ) მე-15-მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. მზღვეველი და საპენსიო კომპანია სამსახურს ანგარიშგებას წარუდგენს შემდეგი თარიღებისთვის:
ა) 6 თვის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს საანგარიშო წლის 31 ივლისისა;
ბ) 12 თვის ანგარიშგება (იანვარი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის მე–14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას მზღვეველი და საპენსიო კომპანია წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული მზღვეველის და საპენსიო კომპანიის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, მზღვეველისა და/ან საპენსიო კომპანიის მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს მზღვეველისა და/ან საპენსიო კომპანიის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
1. მზღვეველი და საპენსიო კომპანია ამ წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას და ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: amlreport@insurance.gov.ge.
2. მზღვეველის და საპენსიო კომპანიის ანგარიშგება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით უნდა იქნეს დამოწმებული ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ან ხელმძღვანელობის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ჩათვლით) უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის და შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MS Excel-ის ფორმატში, სამსახურს მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც მზღვეველის და საპენსიო კომპანიის მიერ დაუშვებელია.
მზღვეველის და საპენსიო კომპანიის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.“;
რ) ამ წესის დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|