საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №224 |
|
2026 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი.
5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში – კომისიის წევრი.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი.
8. საქართველოს კულტურის მინისტრი – კომისიის წევრი.
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი.
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი.
11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი.
12. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.
13. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი.
14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − კომისიის წევრი.
15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
16. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.
|
1. „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია“ (შემდგომში − კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის ფარგლებში, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) მიმდინარე პროექტ(ებ)ის შეუფერხებლად განხორციელებისა და სამუშაოების პროგრესის შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასახვა;
ბ) პროექტების მართვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების მიზანშეწონილობის განსაზღვრა;
გ) სახელშეკრულებო ღირებულებების გაზრდისა და ახალი ფასების მისადაგების განსასაზღვრად რეკომენდაციების გაცემა;
დ) სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) კომისიის წევრების მიერ წარდგენილი სხვა საკითხების განხილვა.
კომისია უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ყველა სახის ინფორმაცია;
ბ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისთვის;
გ) საჭიროების შემთხვევაში სხდომაზე მიიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დარგის სპეციალისტები;
დ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია კომისიის მიზნისა და ამოცანების შესასრულებლად.
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგსა და სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირ(ებ)თან ურთიერთობაში.
2. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვისა და სხვა სახის პროცედურული საკითხების ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და სხდომათა მასალების შენახვაზე.
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
3. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, მიწვეულნი იყვნენ სხვა საჯარო უწყებების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა პირები კომისიის წევრის სტატუსით.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.
6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის მიზეზი (თუ კომისიის წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე კომისიის სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდი.