„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №41 |
|
2026 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) თავდაცვის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდში, 4 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და აყვანილია კვების კმაყოფაზე;“.
2. მე-10 მუხლის პირველი–მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავდაცვის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება:
ა) წოდებრივი სარგო;
ბ) დანამატები;
გ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია.
2. თავდაცვის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე დაეკისრება მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ დანამატებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე დანამატები.
3. თავდაცვის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობა, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|