ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 28 მაისი

ქ. წყალტუბო

 

ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დადგენილებით დამტკიცებული საგზაო მოძრაობის წესების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების (საგზაო ნიშნების განთავსება და ა.შ.) გატარება.
მუხლი 3
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4
სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედება არ გავრცელდეს საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის არეალში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკობა გურეშიძე



დანართი

 

ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები
1. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია“ (3.1) – ქალაქ წყალტუბოში,  ცენტრალური პარკის შესასვლელებში, იუსტიციის სახლის, ლიბერთი ბანკის, მაღაზია „წიწვების“, სანატორიუმ „რკინიგზელის“ მხრიდან, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ, ე.წ.  ევროპის ხიდზე, 26 მაისის ქუჩაზე, „ცივი ტბის“ მარჯვენა და მარცხენა შესასვლელებში,  გ. ტაბიძისა და 9 აპრილის ქუჩების გზაჯვარედინზე დ. აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში,  საგანგებო სიტუაციების სამსახურის წყალტუბოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიმართულებით.

2. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,გაჩერება აკრძალულია“ (3.27)  – ქალაქ წყალტუბოში, ბაზრის ტერიტორიის მიმდებარედ, ა. წერეთლის ქუჩაზე.

3. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,დგომა აკრძალულია“ (3.28)  – ქალაქ წყალტუბოში, მამუკა სამაკაშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლასთან, გ. ტაბიძის ქუჩაზე ორივე მხარეს (ნიშნების მოქმედების არეალი 400 მ.) „ცივი ტბის“ მიმდებარედ (ავტოსადგომის მხარეს) ცენტრალური პარკის შესასვლელში რკინიგზის გადასასვლელის მხრიდან.

4. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია“ (3.4)  – ქალაქ წყალტუბოში,  მ. სამაკაშვილისა  და  შ.  რუსთაველის ქუჩების შეერთებაზე, გ. ტაბიძისა და 9 აპრილის ქუჩების გზაჯვარედინზე და დ.აღმაშენებლისა და თამარ მეფის  ქუჩების გადაკვეთაზე.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.05.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“?
„ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 28.05.2026. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.122.016793.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე“, №7, 28.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016793 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6871784/