პრიორიტეტის –„მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9 301,5 ათასი ლარი და შესაბამისად პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
01 00
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები
9301.5
01 01
საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობის უზრუნველყოფა
8955.2
01 01 01
მუნიციპალიტეტის საკრებულო
1505.1
01 01 02
მუნიციპალიტეტის მერია
7450.1
01 02
საერთო დანიშნულების ხარჯები
331.3
01 02 01
სარეზერვო ფონდი
300.0
01 02 02
წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
31.3
01 02 02 02
მ.გ.ფ და სხვა ვალდებულებების დაფარვა
31.3
01 03
დუშეთის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა
15.0
პროგრამის დასახელება
კოდი
დუშეთის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
01 03
15.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორი რეალიზაციისისა და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის, ბავშვთა საკითხების გათვლისწინებისთვის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობებისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თანასწორობის თაობაზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისთვის სემინარების, შეხვედრების, მრგვალი მაგიდების, ტრენინგების, კონფერენციების ჩატარება, საინფორმაციო კამპანიებისთვის საჭირო მასალების მომზადება (ლიფლეტები, ფლაერები, ვიდეო -კლიპები), თანასწორობის საკითხებზე კვლევების ჩატარება და სხვა; ასევე დაგეგმილია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ქალების გადამზადება და უნარების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით; ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებისთვის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა საკითხებზე, ქალისა და კაცის თანასწორობის პრინციპების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და სხვა), ქალისა და კაცის თანასწორობის აუდიტის, ქალისა და კაცის საჭიროებების გათვალისწინებით შედგენილი ბიუჯეტის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, რათა საბჭოს შეძლოს რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საჭიროებების გათვალისწინების საკითხებზე. ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობის დაფინანსებისთვის საჭირო თანხას მუნიციპალიტეტის საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსურ რესურსს.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში შექმნილია პირობები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის და ხელშეწყობილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორობის საკითხებზე, გათვალისწინებულია ბავშვთა დაცვის საკითხები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დუშეთის მუნიციპალიტეტთან მისადაგებული ამოცანა, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 16-ის ამოცანა 16.6: ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თვითმმართველობის ორგანოების შექმნა
ამოცანა 16.7 ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყო