1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 3317,5 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 324,3 ათასი ლარი;
ბ) „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 990,0 ათასი ლარი;
გ) საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 1371,4 ათასი ლარი;
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 500,0 ათასი ლარი;
ე) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის N945 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ „პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურება 130,6 ათასი ლარი.
2. 2023 წელს დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში დარჩენილი ნაშთიდან 1,2 ათასი ლარი მიიმართოს „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილებ