1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასამართლოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) უცხოური ენის ცოდნა;
ე) თუ კანდიდატს ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ან/და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებ