1. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ე.დ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ე.ე) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ვ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნ