„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ60“ ქვეპუნქტი:
„ჰ60) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებს, აგრეთვე პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს და რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან რომლის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“.
2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დიპლომატიის აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.“.
3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“ ქვეპუნქტი:
„თ3) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით გასცემს დასკვნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდების პროექტზე;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 88 მუხლი:
„მუხლი 88. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებას;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;
გ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;
დ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სხვა საგანმანათლებლო კურსები/პროგრამები.
3. ამ კანონსა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ სპეციალურ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე შეიძლება დადგინდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.“.
5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“.
6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.“.
7. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დიპლომატიის აკადემიაში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“.
8. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ ქვეპუნქტი:
„ე3) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის − აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 28 მაისი 2026 წ. N1625-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.05.2026.
- როდის იქნა მიღებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1625-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.05.001.103114.
- რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.05.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1625-Vმს-XIმპ, 28.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.103114 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6873489/