,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №266
2007 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №172, მუხლი 1907) დამტკიცებულ „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა.გ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებელი შეიძლება იყოს 25 – 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 100 000 (ასი ათასი) პირს;“.
2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული დასაქმების ბარათის პირველ ნაწილს მაძიებელი წარადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმებული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელმწიფო სტიპენდიის პირველი ნაწილის ავანსის სახით გაცემას.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 05.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №266. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.10.003.000.907.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №266, 05.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.10.003.000.907 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6874/