გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირებისა და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №99

2026 წლის 28 მაისი

ქ. ბათუმი

 

გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირებისა და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  – საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს  დებულების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-4  მუხლის მე-2 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,გემის  ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირებისა და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების წესი.“

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე



გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირებისა და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირებისა და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების წესი“ (შემდეგში – წესი) ადგენს გემის  ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების, გემის  ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის (შემდეგში – გადამზადების პროგრამა) აღიარების წესსა და პირობებს.

2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ არასაზღვაო პროფილის უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომს ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე დარგებში და სურთ  გემზე ელექტროტექნიკოსის საქმიანობის განახორციელება.

3.  ამ წესის მიზანია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის  სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო, სამგზავრო და სხვა ტიპის გემებზე)  ელექტროტექნიკოსის გადამზადება.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  დაწესებულება – „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) გადამზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა;

გ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე;

დ) გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ  ბრძანებით დადგენილი  სერტიფიკატი.

2. ტერმინები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესში, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

მუხლი 3. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები

1. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) წარმოადგენდეს უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;

ბ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ გადამზადების პროგრამის გავლის შესახებ ელექტრონულ რეესტრს;

გ) გააჩნდეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის ამ წესის დანართ №1-ში მითითებული  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

დ) დასაქმებული ჰყავდეს ამ წესის დანართ №1-ით გათვალისწინებული კვალიფიციური პერსონალი.

3.  გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით, აუცილებელია დაწესებულებამ სააგენტოს მიმართოს განცხადებით და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა);

ბ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის №1 და №2 დანართების შესაბამისად;

გ) ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილი ფორმა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს  დანართი №2-ით გათვალისწინებულ დარგობრივ კომპეტენციებს;

დ) პროფესიული მასწავლებლის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რაოდენობა და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ე) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა პროფესიული მასწავლებლის რაოდენობასთან მიმართებით;

ვ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი;

ზ) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი;

თ) საფასურის გადახდის ქვითარი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4. დაწესებულების განცხადება და თანდართული მასალები სააგენტოს მიერ განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. სააგენტო გადაწყვეტილებას გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში.

6. სააგენტო საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებებში ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

7. სააგენტოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 5 წელი.

9. სააგენტო აღიარებული პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს ყოველწლიურად. თუ მონიტორინგის დროს გამოვლინდა გადამზადების პროგრამის აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება.

11. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას  არ აქვს უფლება, პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს.

13. დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სადაც სააგენტოს მიერ დასტურდება გადამზადების პროგრამის დაწყება.

14. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თუ გადამზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით.

15. დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად განაახლოს და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს  გადამზადების პროგრამა. 

16. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა, მათ შორის, ინგლისური ენის გამოცდა, ტარდება  დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ.

17. გადამზადების პროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

მუხლი 4. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები

1. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა)  დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას;

გ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს ან/და მეზღვაურის ნომერს;

დ) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ;

ე) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. დაწესებულება უფლებამოსილია დამატებით გასცეს გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელშიც მიეთითება პირის სახელი, გვარი, გადამზადების პროგრამის განხორციელების პერიოდი და სხვა აუცილებელი მონაცემი.

 

მუხლი 5. გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობის მინიმალური მოთხოვნები

1. მსმენელს გადამზადების პროგრამაზე დაშვებისთვის უნდა გააჩნდეს:

ა) უმაღლესი განათლება ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროინჟინერიაში, ელექტრონიკაში ან მომიჯნავე დარგში, რომელიც მიღებულია საქართველოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან

ბ) პროფესიული განათლება ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროინჟინერიაში, ელექტრონიკაში ან მომიჯნავე დარგში, ასევე რიგითი ელექტროტექნიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი და ამავდროულად აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობას:

ბ.ა)  აქვს დამტკიცებული 6 თვის ნაოსნობის სტაჟი ელექტრო კადეტის პოზიციაზე, ან

ბ.ბ)  აქვს დამტკიცებული 12 თვის  ნაოსნობის სტაჟი რიგითი ელექტროტექნიკოსის პოზიციაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მსმენელი ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს დაწესებულების მიერ დადგენილი ელექტროობის საბაზისო ცოდნის გამოცდა, რომლის ჩაბარების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება არანაკლებ 70 პროცენტით. აღნიშნული გამოცდა უნდა ჩატარდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ.

3. მსმენელს პროგრამაზე დასაშვებად, ასევე უნდა გააჩნდეს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს დაწესებულებაში ორგანიზებული ინგლისური ენის B1 დონის შესაბამისი ტესტირება (თეორიული და ზეპირი კომპონენტებით), რომლის ჩაბარების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება არანაკლებ 70 პროცენტით.

 

მუხლი 6. გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების პირობები

გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირება ხორციელდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნების შესაბამისად.

 


📎 დანართები (3)
დამხმარე-ფაილი-2

დანართი N 3

გადამზადების პროგრამა

გემის ელექტროტექნიკოსი

მოდულის დასახელება :

სარეგისტრაციო ნომერი:-----

მოდული

  1. ზოგადი ინფორმაცია

სარეგისტრაციო ნომერი:
სახელწოდება:
გამოქვეყნების/ცვლილების თარიღი:
მოცულობა საკონტაქტო საათებში:
მოდულზე დაშვების წინაპირობა:
მოდულის აღწერა:

2. სტანდარტული ჩანაწერები

სწავლის შედეგები შესრულების კრიტერიუმები კომპეტენციის პარამეტრების ფარგლები
შეფასების მიმართულება

3. დამხმარე ჩანაწერები

3.1. მოდგომები სწავლებისა და შეფასების ორგანიზებისთვის

სწავლის შედეგი თემატიკა სწავლების მეთოდი/მეთოდები შეფასების მეთოდი/მეთოდები მტკიცებულება/მტკიცებულებები პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოსთვის
დამატებითი ინფორმაცია მოდულის განხორციელებასთან დაკავშირებით

3.2. საათების განაწილების სქემა

სწავლის შედეგები საათების განაწილება სწავლის შედეგების მიხედვით
საკონტაქტო დამოუკიდებელი შეფასება სულ
სულ

3.3. სასწავლო რესურსი

3.4 მოდულის განმახორციელებელი მასწავლებლები

სახელი და გვარი ორგანიზაცია
1
2
3
დამხმარე-ფაილი-3

C:\Users\mavne\AppData\Local\Microsoft\Windows\INetCache\Content.Word\გერბი.png

დანართი N2

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

2026 წელი

1. დარგობრივი კომპეტენციები (სწავლის შედეგები - ცოდნა და უნარები)

N სწავლის შედეგები ცოდნისა და უნარების აღმწერი
მოდული : I - საზღვაო პროფესიის საფუძვლები და რეგულაციები
1 საზღვაო პროფესიისა და საერთაშორისო რეგულაციების გააზრება და მათ პრაქტიკაში გამოყენება
  1. განმარტავს პროფესიის არსსა და პროფესიულ ვალდებულებებს და დასაქმების შესაძლებლობებს;

  2. განმარტავს გემის აგებულების და კონსტრუქციის ძირითად პრინციპებს;

  3. აღწერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის და საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ გამოცემულ მნიშვნელოვან კონვენციებს;

  4. აღწერს მეზღვაურის პროფესიის მიზანს, როლს, დანიშნულებას და ფუნქცია-მოვალეობებს;

  5. აღწერს საზღვაო ინდუსტრიაში დაინტერესებული მხარეების უფლება მოვალეობებს, დროშის ადმინისტრაციას, სანაპიროს, სახელმწიფოს, აგენტს, ლოცმანს, ნავსადგურებს და ა.შ;

  6. იცის მეზღვაურთა სერტიფიკატების არსი, მიზანი დანიშნულება, სერტიფიცირების პირობები;

  7. აქვს სათანადო ცოდნა მეზღვაურთა უფლებების ძირითადი პრინციპების შესახებ;

  8. აქვს სათანადო ცოდნა საერთაშორისო საზღვაო კონვენციების/კოდექსების შესახებ (MARPOL, SOLAS, STCW, ISM, ISPS) ;

  9. საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, განმარტავს გემზე მუშაობისა და დასვენების პერიოდს;

  10. განმარტავს სამანქანე და საგემბანე განყოფილების წევრთა იერარქიასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებს;

  11. გააჩნია სათანადო ცოდნა გემთმფლობელის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, ელექტრომექანიკოსისა და რიგითი ელექტროტექნიკოსის შორის პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების განაწილების შესახებ;

  12. იცის ეთიკის ძირითადი პრინციპები;

  13. იცის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ძირითადი პრინციპები.

მოდული : II - შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა
2 შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის წესების აღწერა
  1. აღწერს შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის წესებს;

  2. აღწერს საგანგებო/ავარიულ სიტუაციებში ქმედების წესებს;

  3. იცავს შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის წესებს;

  4. იცის სიმაღლეზე სამუშაოები, გემის ბორტს მიღმა სამუშაოები და სამუშაოები დახურულ სივრცეში;

  5. იცის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება;

  6. იცის ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების ნორმები, მათ შორის შესაბამისი უსაფრთხოების პროცედურები, პრევენციული ღონისძიებები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები;

  7. შეუძლია გემზე სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და პირადი ჰიგიენის წესების პრაქტიკაში სწორად გამოყენება და დაცვა;

  8. შეუძლია ავარიული სიტუაციის ხასიათისა და მიღებული განგაშის სიგნალის შესაბამისად, დადგენილი პროცედურების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებების სწორად და დროულად შესრულება;

  9. შეუძლია ავარიული სიტუაციებისათვის განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად ავარიული აღჭურვილობისა და მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება.

მოდული : III - საზღვაო ინგლისური ენა
3 საზღვაო ინგლისური ენის გამოყენება და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტული სასაუბრო ფრაზების ეფექტიანი გამოყენება გემის ელექტროტექნიკოსის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში
  1. იცის საზღვაო ინგლისური ენის ძირითადი ტერმინოლოგია და კომუნიკაციის პრინციპები;

  2. იცის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტული სასაუბრო ფრაზები (SMCP) და მათი გამოყენების სფეროები;

  3. იცის გემის ელექტროტექნიკოსის მოვალეობებთან დაკავშირებული პროფესიული ტერმინოლოგია;

  4. იცის კომუნიკაციის მნიშვნელობა უსაფრთხო ოპერირების პროცესში (განსაკუთრებით ავარიულ და სამუშაო სიტუაციებში);

  5. იცის ინფორმაციის სწორად გადაცემის და მიღების წესები გემზე (Bridge–Engine–Electrical coordination);

  6. შეუძლია სხვა დეპარტამენტებთან (საგემბანე/სამანქანე) ეფექტიანი კომუნიკაცია;

  7. შეუძლია კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

  8. შეუძლია დაამყაროს წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;

  9. შეუძლია ტექნიკური დოკუმენტაციისა და მწარმოებლის ინსტრუქციების (manual, handbook, technical instructions) წაკითხვა, გააზრება და მათი სწორად გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში;

  10. იცის ელექტრო სქემების სიმბოლოები და ნიშნები საერთაშორისო სტანდარტის IEC (International Electrotechnical Commission) მიხედვით, მათ შორის გემის ელექტროტექნიკისა და ელექტრო სქემებში გამოყენებული აღნიშვნები.

მოდული : IV - საზღვაო გარემოს დაცვა და პრევენცია
4 საზღვაო გარემოს დაბინძურების პრევენციის უზრუნველყოფა და დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის პროცედურების ეფექტიანი განხორციელება გემზე მოქმედი საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად.
  1. იცის საზღვაო გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით მისაღები სიფრთხილის ზომები დაცვა;

  2. იცის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის პროცედურები გემზე;

  3. იცის დაბინძურების ტიპები (ნავთობი, ქიმიური ნივთიერებები, ნარჩენები და სხვა) და მათი პრევენციის ძირითადი პრინციპები;

  4. შეუძლია დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის პროცედურების პრაქტიკაში გამოყენება;

  5. შეუძლია დაბინძურების შემთხვევის დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;

  6. შეუძლია MARPOL კონვენციის დანართების განსხვავება, ნაგავის სეპარაცია, მე-6 დანართის თანახმად TIER - II/III განსხვავება, SOX, NOX, კონტროლის და შემცირების საშუალებები;

  7. შეუძლია ავარიულ სიტუაციებში ეფექტიანი მოქმედება დაბინძურების გავრცელების შესამცირებლად;

  8. შეუძლია ნავთობით დაბინძურებული წყლის სეპარატორის სასიგნალო მოწყობილობის კონსტრუქციის, მათ შორის გაფანტული სინათლის სენსორის მუშაობის პრინციპის, ახსნა და მისი ფუნქციონირების შეფასება პრაქტიკულ პირობებში;

  9. იცის გარემოს დაცვის სისტემები და მოწყობილობები გემზე (მაგ. Oily Water Separator, Sewage Treatment Plant, Incinerator და სხვა)

  10. შეუძლია გარემოს დაცვის სისტემებისა და მოწყობილობების სწორად ექსპლუატაცია MARPOL-ის მოთხოვნების შესაბამისად;

  11. საზღვაო გარემოს დაცვის კუთხით,ფლობს უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსის (ISM Code) ძირითადი პრინციპებისა და მოთხოვნების შესახებ საათანადო ცოდნას;

  12. შეუძლია ODME-ის (Oil Discharge Monitoring Equipment) მუშაობის პრინციპის ახსნა და მისი როლის შეფასება MARPOL Annex I მოთხოვნების შესრულების კონტექსტში;

  13. შეუძლია საერთაშორისო კონვენციებისა და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების პრაქტიკაში გამოყენება.

მოდული : V - ელექტროსისტემების უსაფრთხო ექსპლუატაცია
5 გემზე ელექტროსისტემებთან მუშაობისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა
  1. აღწერს გემზე ცვლადი (AC) და მუდმივი (DC) დენის სისტემებისა და მოწყობილობების კონსტრუქციას;

  2. იცის აღჭურვილობების უსაფრთხო გამოყენების ძირითადი მოთხოვნები და წესები;

  3. მართავს და ამუშავებს საზომ მოწყობილობებს საჭირო პარამეტრების განსაზღვრისთვის;

  4. ახორციელებს მოწყობილობების შემოწმებასა და მარტივ ტექნიკურ მომსახურებას სამუშაო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად;

  5. იყენებს სათანადო ხელსაწყოებსა და ელექტრულ და ელექტრონულ საზომ მოწყობილობებს გაუმართაობისა და უწესრიგობის გამოვლენის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის მიზნით.

  6. აღწერს გემის ელექტროდამიწების სისტემების დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპებს.

მოდული : VI - ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურისა და მართვის სისტემების ექსპლუატაცია
6 ელექტრული, ელექტრონული და მართვის სისტემების მუშაობის მონიტორინგის უზრუნველყოფა
  1. აღწერს გემის მექანიკურ და ელექტრომექანიკურ სისტემებს, მათ შორის მთავარ ამძრავ მექანიზმსა და დამხმარე მოწყობილობებს;

  2. განმარტავს აქტიური საჭის ფრთის (ship active rudder) მუშაობის პრინციპებს;

  3. განმარტავს გემის საჭის ავტომატიზებული მართვის სისტემების ფუნქციონირებას;

  4. აღწერს გემის საყოფაცხოვრებო სისტემებს;

  5. განმარტავს ტვირთის დამუშავების დამუშავების სისტემებს;

  6. განმარტავს საგემბანე მექანიზმებს;

  7. განმარტავს თბოგადაცემის, მექანიკისა და ჰიდრომექანიკის ძირითად ასპექტებს;

  8. ახორციელებს სისტემების მონიტორინგსა და ტექნიკურ მომსახურებას დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

  9. განმარტავს ელექტროტექნოლოგიისა და ელექტრომანქანების თეორიის საფუძვლებს;

  10. აღწერს ელექტრონიკისა და ძალური ელექტრონიკის ძირითად პრინციპებს;

  11. განმარტავს ელექტროენერგიის მანაწილებელი დაფებისა და ელექტრომოწყობილობების კონსტრუქციასა და მუშაობის პრინციპებს;

  12. იყენებს ავტომატიკის ელემენტებსა და მართვის სისტემებს პროცესების კონტროლისა და მართვისთვის;

  13. იცის საზომი ინსტრუმენტების, სიგნალიზაციისა და სამეთვალყურეო სისტემების დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპები;

  14. განმარტავს ელექტროამძრავების მუშაობის პრინციპებსა და ტიპებს;

  15. აღწერს ელექტრომასალების ტექნოლოგიასა და მათ თვისებებს;

  16. იცის ელექტროჰიდრავლიკური და ელექტროპნევმატიკური მართვის სისტემების ძირითადი პრინციპები;

მოდული : VII - გემის ამძრავი და დამხმარე სისტემების მართვის პრინციპები და ოპერირება
7 ამძრავი მექანიზმისა და დამხმარე მოწყობილობების მართვის სისტემების მომზადება, ექსპლუატაცია და კონტროლი
  1. აღწერს მთავარი ამძრავი მექანიზმისა და დამხმარე მოწყობილობების მუშაობის პროცესს;

  2. ექსპლუატაციისას შესაძლო რისკებსა და პრევენციულ ზომებს

  3. აკონტროლებს და მონიტორინგს უწევს ამძრავი მექანიზმისა და დამხმარე მოწყობილობების ავტომატიზებული/ავტომატური მართვის სისტემების ოპერირებას;

  4. აფასებს სისტემების მუშაობის პარამეტრებს და ავლენს შესაძლო გადახრებსა და გაუმართაობებს;

  5. საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის კორექტირებას სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

მოდული : VIII - გემის გენერატორებისა და ელექტროენერგიის განაწილების სისტემების ოპერირება
8 გენერატორებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემების ექსპლუატაციის კონდროლი და კოორდინირებას
  1. აღწერს გენერატორების დაკავშირების, დატვირთვის განაწილებისა და გენერატორებს შორის გადართვის პრინციპებს;

  2. ახორციელებს გენერატორების დაკავშირებას, დატვირთვის სწორ განაწილებასა და გენერატორებს შორის გადართვას ოპერაციული მოთხოვნების შესაბამისად;

  3. ასრულებს გამანაწილებელი დაფებისა და პანელების უსაფრთხო დაკავშირებასა და გათიშვას;

  4. იყენებს preferential trip სისტემებს გადატვირთვის პირობებში სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად;

  5. იცის მკვდარ მდგომარეობაში მყოფი (dead ship recovery procedure) გემის მართვა და აღდგენა/პროცედურა;

  6. კითხულობს და იყენებს ელექტრული სქემებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას სისტემების მართვისა და დიაგნოსტიკის მიზნით;

მოდული : IX - მაღალი ძაბვის (>1000 ვ) სისტემების მართვა და მომსახურება
9 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ძალური სისტემების მართვა და მომსახურება უსაფრთხოების წესების დაცვით
  1. განმარტავს მაღალი ძაბვის ტექნოლოგიის საფუძვლებსა და პრინციპებს;

  2. აცნობიერებს და განმარტავს ელექტროამძრავების მართვის სისტემების მუშაობის პრინციპებს;

  3. იყენებს უსაფრთხოების ზომებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს მაღალი ძაბვის გარემოში მუშაობისას;

  4. იცის მაღალი ძაბვის სისტემების მომსახურების და დიაგნოსტიკის სამუშაოებს პრინციპები;

  5. ახორციელებს რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს;

  6. ამოწმებს სისტემების ტექნიკურ მდგომარეობას და ავლენს გაუმართაობებს;

  7. მოქმედებს საგანგებო სიტუაციების დროს დადგენილი უსაფრთხოების პროცედურების შესაბამისად;

  8. განმარტავს მაღალი ძაბვის ხმელეთთან შეერთების (shore connection) პრინციპებსა და დანიშნულებას;

  9. იცნობს გემზე გამოყენებულ მაღალი ძაბვის მომხმარებლებს, მათ შორის წინა და უკანა მიმძრალ მოწყობილობებს (thrusters), აქტიურ საჭეს (rudders), ტვირთის გამაგრილებელ სისტემებსა და საკონტეინერო გემებზე გამოყენებულ ელექტროენერგიის მომხმარებლებს.

მოდული : X - კომპიუტერული ქსელების და სისტემების ადმინისტრირება
10 კომპიუტერული ქსელებისა და კომპიუტერული სისტემების გამართულ ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  1. აღწერს მონაცემთა დამუშავების ძირითად მახასიათებლებს;

  2. მართავს და აკონტროლებს კომპიუტერული სისტემების მუშაობას გემზე;

  3. აღწერს გემის ხიდურაზე, სამანქანე განყოფილებაში და კომერციული ამოცანების გადასაჭრელად კომპიუტერების გამოყენების პრინციპებსა და დანიშნულებას.

  4. მონიტორინგს უწევს სისტემების მუშაობას და ავლენს შესაძლო ხარვეზებს;

  5. უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ეფექტიან და უსაფრთხო ფუნქციონირებას;

  6. იცის SMARTSHIP–ის გემების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის ზოგადი დანიშნულება.

მოდული : XI - შიდა საკომუნიკაციო სისტემები
11 განმარტავს გემის შიდა საკომუნიკაციო სისტემების მუშაობის პრინციპებს
  1. აღწერს გემზე გამოყენებული საკომუნიკაციო სისტემების ტიპებს, თავისებურებებსა და გამოყენების შესაძლებლობებს;

  2. განსაზღვრავს საკომუნიკაციო სისტემების გამოყენების წესებსა და ოპერაციულ მოთხოვნებს;

  3. აანალიზებს შეტყობინებების აღრიცხვის პროცესსა და მის მნიშვნელობას;

  4. იცნობს შიდა სატელეფონო სისტემებს და ინდუქციური სატელეფონო აპარატის (sound powered telephone) მუშაობის თავისებურებებს;

  5. აქვს სათანადო ცოდნა რადიო საკომუნიკაციო სისტემების შესახებ;

  6. იყენებს შიდა კომპიუტერულ ქსელებს;

  7. ფლობს საჯაროდ გამოცხადების ხმოვანი სისტემის არსი და დანიშნულება;

  8. აღწერს პერსონალის ვერბალური კომუნიკაციის ფორმებსა და გამოყენების შემთხვევებს;

  9. აანალიზებს ვერბალური კომუნიკაციის გავლენას გუნდურ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე.

მოდული : XII - ელექტრომოწყობილობებისა და ელექტრონული აპარატურის ტექნიკური მომსახურება და რემონტი
12 ელექტრომოწყობილობებისა და ელექტრონული აპარატურის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის უზრუნველყოფა დადგენილი ტექნიკური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად
  1. აღწერს ელექტრული და ელექტრონული სქემების ტიპებსა და წაკითხვის პრინციპებს;

  2. კითხულობს და ინტერპრეტაციას ახდენს ელექტრო და მარტივი ელექტრონული სქემების;

  3. განმარტავს გემის ელექტროსისტემების მუშაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის ელექტრომოწყობილობების უსაფრთხო გათიშვის (isolation) წესებს;

  4. ასრულებს ელექტროსისტემის კომპონენტების (მანაწილებელი დაფები, ელექტროძრავები, გენერატორები, DC სისტემები) ტექნიკურ მომსახურებას;

  5. განმარტავს ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ძირითად პრინციპებს;

  6. ატარებს დიაგნოსტიკას და ავლენს გაუმართაობებს ელექტრომოწყობილობებსა და სისტემებში;

  7. ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს ტექნიკური დოკუმენტაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;

  8. ასახელებს შესაძლო გაუმართაობებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს ელექტროსისტემებში.

  9. განმარტავს ელექტრული უწესივრობების (faults) წარმოქმნის მიზეზებსა და ტიპებს;

  10. ადგენს უწესრიგობის ადგილს და აფასებს დაზიანების ხარისხს;

  11. იღებს პრევენციულ ზომებს დაზიანებების თავიდან აცილებისა და სისტემის უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად;

  12. იყენებს საკონტროლო და საზომ მოწყობილობებს პარამეტრების განსაზღვრისა და დიაგნოსტიკისთვის;

  13. აღწერს მონიტორინგის სისტემების, ავტომატური მართვის მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების დანიშნულებასა და ფუნქციონირებას;

  14. შეუძლია მოწყობილობებისა და მათი კონფიგურაციის ფუნქციონირებისა და მუშაობის ტესტირება (მონიტორინგის სისტემები, ავტომატური მართვის მოწყობილობები, დამცავი მოწყობილობები) .

მოდული : XIII - მთავარი ამძრავი მექანიზმისა და დამხმარე მოწყობილობების ავტომატიზებისა და მართვის სისტემების ტექნიკური მომსახურება და რემონტი
13 მთავარი ამძრავი მექანიზმისა და დამხმარე მოწყობილობების ავტომატიზირებული და მართვის სისტემების ტექნიკურ მომსახურებისა და რემონტის უზრუნველყოფა დადგენილი ტექნიკური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად
  1. განმარტავს ელექტრო და მექანიკური სამუშაოების ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;

  2. აღწერს უსაფრთხოების წესებსა და ავარიულ სიტუაციებში მოქმედების პროცედურებს;

  3. ასრულებს მოწყობილობებისა და სისტემების უსაფრთხო იზოლაციას სამუშაოს დაწყებამდე;

  4. ამოწმებს იზოლაციის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას;

  5. იყენებს ნებართვის (permit to work) სისტემას სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვისა და შესრულებისთვის;

  6. განმარტავს შემოწმების, ტექნიკური მომსახურების, გაუმართაობის გამოვლენისა და რემონტის ძირითად პრინციპებს;

  7. ახორციელებს ელექტრო და ელექტრონული მართვის მოწყობილობების შემოწმებას;

  8. ასრულებს ტექნიკურ მომსახურებასა და სარემონტო სამუშაოებს დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

  9. აღმოფხვრის გაუმართაობებს და აღადგენს მოწყობილობების ფუნქციონირებას;

  10. ამოწმებს და ტესტავს მოწყობილობებს მათი საექსპლუატაციო მდგომარეობის დასადასტურებლად;

  11. განმარტავს ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების წესებსა და პროცედურებს;

  12. განმარტავს ელექტრული ამძრავი სისტემების მუშაობის პრინციპებს;

  13. აღწერს ელექტრული ამძრავი სისტემების ექსპლუატაციურ მახასიათებლებსა და შეზღუდვებს;

  14. აღწერს გემზე ელექტროენერგიის გამომუშავებისა და განაწილების პროცესებს ;

  15. განმარტავს ელექტროძრავი სისტემებისა და მათი მართვის პრინციპებს;

  16. აღწერს ენერგიის გარდამქმნელების (კონვერტორების) ტიპებსა და ფუნქციონირებას;

  17. განამრტავს შესაბამისი მართვისა და დაცვის სისტემების დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპებს;

  18. აანალიზებს აღნიშნული სისტემების ურთიერთკავშირსა და როლს გემის ენერგოსისტემაში.

მოდული : XIV - ხიდურის სანავიგაციო მოწყობილობები და საკომუნიკაციო სისტემების მომსახურება და რემონტი
14 ხიდურის სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  1. ფლობს სანავიგაციო მოწყობილობებისა და შიდა/გარე საკომუნიკაციო სისტემების მუშაობის პრინციპების შესახებ სათანადო ცოდნას;

  2. აღწერს აღნიშნული სისტემების ტექნიკური მომსახურების პროცედურებსა და მოთხოვნებს;

  3. ადგენს გაუმართაობის ადგილს და აფასებს დაზიანების მასშტაბს;

  4. აღწერს ადვილაალებად ზონებში გამოყენებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების ტიპებსა და თავისებურებებს;

  5. ახორციელებს დიაგნოსტიკასა და კონტროლს მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

მოდული : XV -საგემბანე და ტვირთამწე მოწყობილობების მექანიზმების ელექტრული, ელექტრონული და მართვის სისტემების ტექნიკურ მომსახურება და რემონტი
15 განახორციელოს საგემბანე და ტვირთამწე მოწყობილობების ელექტრული, ელექტრონული და მართვის სისტემების მომსახურება, დიაგნოსტიკა და რემონტი
  1. აღწერს საგემბანე და ტვირთამწე მოწყობილობების მექანიზმების ელექტრული, ელექტრონული და მართვის სისტემების კონსტრუქციასა და ფუნქციონირებას;

  2. განმარტავს აღნიშნული სისტემების მუშაობის პრინციპებსა და ოპერაციულ მახასიათებლებს;

  3. განიხილავს უსაფრთხოების მოთხოვნებსა და პრევენციულ ზომებს ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას;

  4. ახორციელებს საგემბანე და ტვირთამწე მოწყობილობების ელექტრული, ელექტრონული და მართვის სისტემების ტექნიკურ მომსახურებას;

  5. ასრულებს სარემონტო სამუშაოებს ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროცედურების შესაბამისად;

  6. ამოწმებს და ტესტავს სისტემებს მათი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;

  7. აკონტროლებს მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს უსაფრთხო ექსპლუატაციას;

  8. ეფექტიანად და უსაფრთხოდ იყენებს შესაბამის ხელსაწყოებსა და მოწყობილობებს სამუშაო პროცესში .

მოდული : XVI - გემის საყოფაცხოვრებო სისტემების მართვა, მომსახურება და რემონტი
16 მართოს და აკონტროლოს საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისა და უსაფრთხოების სისტემების მუშაობა და ტექნიკური მდგომარეობა.
  1. აღწერს საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მართვისა და უსაფრთხოების სისტემების კონსტრუქციასა და ფუნქციონირებას;

  2. ფლობს ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების უსაფრთხო პროცედურების შესახებ სათანადო ცოდნას;

  3. ახორციელებს საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მართვისა და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკურ მომსახურებას;

  4. განმარტავს აღნიშნული სისტემების მუშაობის პრინციპებსა და ოპერაციულ მახასიათებლებს;

  5. ასრულებს სარემონტო სამუშაოებს ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროცედურების შესაბამისად;

  6. განმარტავს მექანიზმების უწესრიგობის აღმოჩენის, ლოკალიზაციისა და ზიანის პრევენციის ღონისძიებების ძირითად პრინციპებს.

  7. ამოწმებს და ტესტავს სისტემებს მათი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;

  8. აკონტროლებს მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს უსაფრთხო ექსპლუატაციას;

  9. მოქმედებს უსაფრთხოდ ადვილაალებად (ფეთქებადსაშიშ) არეალებში ელექტრული და ელექტრონული სისტემების ექსპლუატაციისას.

2. მოდულების საათობრივი გადანაწილება

მოდული დასახელება საათების რაოდენობა
თეორია პრაქტიკა
I საზღვაო პროფესიის საფუძვლები და რეგულაციები 36 4
II შრომის უსაფრთხოება და ჰიგიენა 24 5
III საზღვაო ინგლისური ენა 80 20
IV საზღვაო გარემოს დაცვა და პრევენცია 16 4
V ელექტროსისტემების უსაფრთხო ექსპლუატაცია 14 36
VI ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურისა და მართვის სისტემების ექსპლუატაცია 26 44
VII გემის ამძრავი და დამხმარე სისტემების მართვის პრინციპები და ოპერირება 15 35
VIII გემის გენერატორებისა და ელექტროენერგიის განაწილების სისტემების ოპერირება 12 38
IX მაღალი ძაბვის (>1000 ვ) სისტემების მართვა და მომსახურება 10 30
X კომპიუტერული ქსელების და სისტემების ადმინისტრირება 10 20
XI შიდა საკომუნიკაციო სისტემები 8 22
XII ელექტრომოწყობილობებისა და ელექტრონული აპარატურის ტექნიკური მომსახურება და რემონტი 12 38
XIII მთავარი ამძრავი მექანიზმისა და დამხმარე მოწყობილობების ავტომატიზებისა და მართვის სისტემების ტექნიკური მომსახურება და რემონტი 10 30
XIV ხიდურის სანავიგაციო მოწყობილობები და საკომუნიკაციო სისტემების მომსახურება და რემონტი 9 27
XV საგემბანე და ტვირთამწე მექანიზმების ელექტრო და მართვის სისტემების მომსახურება და რემონტი 9 22
XVI გემის საყოფაცხოვრებო სისტემების მართვა, მომსახურება და რემონტი 9 25
ჯამური საათების გადანაწილება 300 400
საათების საერთო ჯამი 700
დამხმარე-ფაილი-4

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

2026 წელი

  1. ზოგადი ინფორმაცია

სფეროს დასახელება

გემის ელექტროტექნიკოსი

სფეროს აღწერა

საზღვაო სფეროში, კერძოდ გემის ელექტროტექნიკოსად დასაქმებისთვის მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა ერთობლიობა რეგულირდება საერთაშორისო STCW კონვენციის A-III/6 ნაწილით და III/6 რეგულაციით.

2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შეხვედრაზე მანილაში მიღებული იქნა ცვლილებები მეზღვაურთა მომზადებისა და სერთფიცირების საერთაშორისო კონვენციაში, რომლის მიხედვით გემზე კონვენციური სპეციალობა გახდა ელექტროტექნიკოსი ( STCW A-III/6).

2014 წელს გამოვიდა “Model Course 7.08 Electro-Technical officer” 2014 Edition, რომელშიც აღწერილია სასწავლო კურსები, რომელთა ბაზაზეც შესაძლებელია გემის ელექტროტექნიკოსის კომპეტენციების განვითარება. გადამზადების პროგრამის „გემის ელექტროტექნიკოსი“ მიზნები და შედეგები შესაბამისობაშია მოდელ კურსით გათვალისწინებულ მიზნებსა და შედეგებთან.

მიზანი ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროსთვის (სატვირთო და სამგზავრო), გემის ელექტროტექნიკოსის გადამზადება.
ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე ამავე წესში გამოყენებული ტერმინების განმარტებებია:

ა) გადამზადების პროგრამა - საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართი საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა;

ბ) მსმენელი - პირი, რომელიც დარეგისტრირდა სწავლის ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ მომზადების პროგრამაზე;

გ) დაწესებულება - „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულება.

აბრევიატურები

  • STCW - International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978/95, as amended in 2010 („მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978/95 წლის საერთაშორისო კონვენცია 2010 წლის ცვლილებების გათვალისწინებით; შემდგომში - STCW კონვენცია);

  • IMO (International Maritime Organization) – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია;

  • IMO Model Courses - IMO-ს მიერ შემუშავებული სასწავლო/საწვრთნელი კურსების მოდელები, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს სასწავლო პროგრამების შემუშავებაში STCW კონვენციისა და IMO-ს სხვა ინსტრუმენტების შესაბამისად.

  • MLC (Maritime Labor Convention) – საზღვაო შრომის შესახებ კონვენცია

  • IMDG CODE (International Maritime Dangerous Goods) –„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის კოდექსი“;

  • MARPOL 73/78 (International Convention for the Prevention of Pollution from Ships ) - საერთაშორისო კონვენცია გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ

  • ISGOTT (International Safety Guide for Oil Tankers & Terminals) – საერთაშორისო უსაფრთხოების სახელმძღვანელო ტანკერებისა და ნავთობტერმინალებისათვის;

  • SOLAS 74 (International Convention for the Safety of Life at Sea) – „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია“;

  • ISPS CODE (International Ship and Port Facility Security Code) – „გემების და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსი“;

  • IMO SMCP - IMO Standard Marine Communication Phrases - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტული საზღვაო საკომუნიკაციო ფრაზები.“

  • (PID) - Basic Principles of PID controllers - პროპორციულ-ინტეგრირებულ-დიფერენციალური რეგულირებისა და პროცესების მართვის სისტემა.

  • ISM CODE - The international safety management code- საერთაშორისო უსაფრთხო მართვის კოდექსი.

  • ER - Engine room - სამანქანე განყოფილება

  • საერთო ტევადობა - გემის საერთო ზომის ერთეული, როგორც ეს განმარტებულია "ხომალდების გაზომვის შესახებ" 1969 წლის საერთაშორისო კონვენციაში (INTERNATIONAL CONVENTION ON TONNAGE MEASUREMENT OF SHIPS, 1969)

სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კანონმდებლობა
  • საქართველოს კანონი „ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“

  • საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენცია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით (STCW 78 as amended;)

  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“

  • საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება N №1-1/592 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 

გემის ელექტროტექნიკოსის მოვალეობები და ამოცანები ვალდებულია შეასრულოს მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა ერთობლიობა STCW კონვენციის III თავის III/6 რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად (გემის ელექტრომოწყობილობების; ელექტრონული აპარატურის; ამძრავი მექანიზმების, დამხმარე მოწყობილობების ავტომატიზებული მართვის სისტემების; გენერატორების; მანაწილებელი სისტემების; კომპიუტერებისა და კომპიუტერული ქსელების მომსახურება და შეკეთება; გემის უსაფრთხოების და ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ამოცანების შესრულება). გემის ელექტროინჟინერის სამუშაო გარემო მაღალი რისკის შემცველია. გემის ელექტროინჟინერი პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს ღია და დახურულ სივრცეში, სამუშაოს ხანგრძლივობა და გრაფიკი მკვეთრად ცვალებადია და შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვე (სამუშაო და დასვენების საათები დგინდება STCW კონვენციისა და დარგის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად). გემის ელექტროინჟინერს მუშაობა უხდება არაერთგვაროვან, ექსტრემალურ პირობებში სხვადასხვა ხასიათის საფრთხეებთან, იგი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს საჭიროების შემთხვევაში გაატაროს ღონისძიებები გემის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისა და ზღვაზე სამაშველო ოპერაციების შესრულებისათვის და სხვ. მისი პასუხისმგებლობის დონე არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ფუნქციური მოვალეობის შესრულებით.
  1. ძირითადი მოთხოვნები

1.1 გადამზადების პროგრამებზე დაშვების წინაპირობა

მსმენელს გადამზადების პროგრამაზე დაშვებისთვის უნდა გააჩნდეს:

ა) უმაღლესი განათლება ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროინჟინერიაში, ელექტრონიკაში ან მომიჯნავე დარგში, რომელიც მიღებულია საქართველოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან;

ბ) პროფესიული განათლება ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროინჟინერიაში, ელექტრონიკაში ან მომიჯნავე დარგში, ასევე, რიგითი ელექტროტექნიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი და ამავდროულად აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობას:

ბ.ა) აქვს დამტკიცებული 6 თვის ნაოსნობის სტაჟი ელექტროკადეტის პოზიციაზე, ან

ბ.ბ) აქვს დამტკიცებული 12 თვის ნაოსნობის სტაჟი რიგითი ელექტროტექნიკოსის პოზიციაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მსმენელი ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს დაწესებულების მიერ დადგენილი ელექტროობის საბაზისო ცოდნის გამოცდა, რომლის ჩაბარების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება არანაკლებ 70 პროცენტით.

3. მსმენელს პროგრამაზე დასაშვებად, ასევე უნდა გააჩნდეს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს დაწესებულებაში ორგანიზებული ინგლისური ენის B1 დონის შესაბამისი ტესტირება (თეორიული და ზეპირი კომპონენტებით), რომლის ჩაბარების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება არანაკლებ 70 პროცენტით.

2.1. შესაძლო მომიჯნავე საბაკალავრო კვალიფიკაციების ჩამონათვალი :

  • მეცნიერების ბაკალავრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში;

  • ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი;

  • ბაკალავრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში;

  • ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრი;

  • ინჟინერიის ბაკალავრი ენერგეტიკასა და ელექტროინჟინერიაში;

  • ტრანსპორტის ინჟინერიის ბაკალავრი (პროგრამა: ნავსადგურის ტრანსპორტის ინჟინერია).

2.2 მსმენელთა რეგისტრაცია

გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას შეუძლია წელიწადის ნებისმიერ დროს საჯაროდ გამოაცხადოს მსურველთა მიღება.

დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად პირი გადამზადების პროგრამაზე გაივლის რეგისტრაციას და მას მიენიჭება მსმენელის სტატუსი.

პროგრამაზე მსმენელთა რაოდენობა) არ უნდა აღემატებოდეს 24 (ოცდაოთხი) მსმენელს.

  • თეორიული სწავლება: მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა ერთი მასწავლებლის შემთხვევაში შეადგენს 24 ადამიანს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ინსტრუქტორმა შეძლოს თითოეულ მსმენელს სათანადო ინდივიდუალური ყურადღება დაუთმოს.

  • პრაქტიკული სწავლება: სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის განსახორციელებლად (პრაქტიკული უნარების ათვისებისას), რეკომენდებულია, რომ ერთ ინსტრუქტორზე მსმენელთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 10-ს.

2.3 პროგრამის ხანგრძლივობა

გადამზადების პროგრამის საერთო მოცულობა განისაზღვრება 700 საათით, საიდანაც თეორიული კომპონენტია 300 საათი, ხოლო პრაქტიკული კომპონენტი 400 საათი. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 4 თვეს, კვირეული დატვირთვა არ აღემატება 40 საათს, 6 სასწავლო დღეზე განაწილებით.

სულ: 700 საათი

  • ხანგრძლივობა: არაუმეტეს 4 თვე (≈17 კვირა);

  • 17 კვირა × 6 დღე = 102-104 დღე;

  • კვირეული დატვირთვა: არაუმეტეს 40 საათი;

  • სასწავლო დღეები: კვირაში 6 დღე.

2.4 პრაქტიკის კომპონენტი

2.4.1 პრაქტიკის კომპონენტი მოიცავს შემდეგს:

  • საზღვაო/საცურაო სასწავლო პრაქტიკა - პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარების მიზნით, გადამზადების პროგრამის ძირითადი სპეციალობის კომპონენტში გათვალისწინებული პრაქტიკა 750 ან მეტი კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე;

  • სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა - ტარდება შესაბამისი პროფილის და რესურსების მქონე საწარმოში, სახელოსნოში ან სხვ.

2.4.2 გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული 3 თვიანი სტაჟი უნდა მოიცავდეს კომბინირებულ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას.

2.4.3 სასწავლო - საწარმო პრაქტიკის გავლა უნდა განხორციელდეს დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელსაც უნდა გააჩნდეს ამ დოკუმენტის 2.15 პუნქტით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2.4.4 სასწავლო-საწარმო პრაქტიკის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.4.5 გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს კურსდამთავრებულთა საზღვაო საცურაო პრაქტიკის გავლა არაუმეტეს 3 თვის ვადით, 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე. 2.4.6 პირი, რომელმაც გაიარა 4-თვიანი გადამზადების პროგრამა და საცურაო პრაქტიკა არაუმეტესი 3 თვე, მსმენელი ვალდებულია დამატებით გაიაროს არანაკლებ 6-თვიანი საზღვაო საცურაო პრაქტიკა გემზე (საერთაშორისო ნაოსნობაში) ელექტროტექნიკოს კადეტად. აღნიშნული 6 თვიანი პრაქტიკა სავალდებულო წესით უნდა აისახოს და დამოწმდეს წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში (Training Record Book). აღნიშნული დოკუმენტის გარეშე სააგენტო არ გასცემს კომპეტენციის სერტიფიკატს (CoC).

2.4.7 დაწესებულების პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია განიხილოს კადეტის მიერ წარმოდგენილი მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი და კადეტის სამუშაო პროექტი, შეაფასოს კადეტის მიერ საზღვაო პრაქტიკის პერიოდში შეძენილი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, და შეავსოს შესაბამისი შეფასებისა და დასკვნის ფორმა.

ETO გადამზადების პროგრამისა და სტაჟის სქემა

ეტაპები კომპონენტი ხანგრძლივობა ადგილი / პოზიცია კომენტარი
I თეორიული კურსი და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა 4 თვე (აქედან 3 თვე საწარმოო პრაქტიკა) დაწესებულების მატერიალური ბაზა
II

საწყისი საზღვაო პრაქტიკა (სურვილისამებრ)

დაწესებულების მიერ ორგანიზებული პრაქტიკა (უფლებამოსილია და არავალდებულია)

არაუმეტესი 3 თვე ელექტროტექნიკოს პრაქტიკანტი (კადეტი) 750 კვტ+ სიმძლავრის გემი საკუთრებაში არსებულ გემზე ან ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სასწავლებლის არსებული გემი
III სავალდებულო საზღვაო სტაჟი არანაკლებ 6 თვის ნაოსნობის სტაჟი ელექტოტექნიკოს კადეტად

750 კვტ+ სიმძლავრის გემი

საერთაშორისო ნაოსნობა

წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკი (TRB)

დაფიქსირებული და აღიარებული დაწესებულების მიერ

2.5 პროგრამაში განმახორციელებელი პირების - პროფესიული მასწავლებლის კომპეტენცია

გადამზადების პროგრამაში განმახორციელებელ პირად ჩართულია ერთზე მეტი პირი, შესაბამისი კომპეტენციების გათვალისწინებით, რაც დასტურდება პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში არსებული პირადი საქმეებით, კერძოდ:

ა) პროგრამის იმ თემატიკაზე, რომელიც შეეხება საზღვაო საკანონმდებლო ასპექტებს, პროფესიული მასწავლებლის კომპეტენციის მიმართ მოქმედებს შემდეგი მოთხოვნა: უმაღლესი იურიდიული განათლება საზღვაო სფეროში ან/და იურიდიული განათლების მქონე პირი, რომლის კომპეტენცია დასტურდება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებით ან მის მიერ გამოცემული პუბლიკაციით;

ბ) პროგრამის იმ თემატიკაზე, რომელიც შეეხება გემზე პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გადანაწილებას, პროფესიული მასწავლებლის კომპეტენციის მიმართ მოქმედებს შემდეგი მოთხოვნა:- უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება;

გ) პროგრამის იმ თემატიკაზე, რომელიც შეეხება დარგობრივ ინგლისურს, პროფესიული მასწავლებლის კომპეტენციის მიმართ მოთხოვნაა - უმაღლესი განათლება ინგლისური ენის ფილოლოგიაში ან ინგლისური ენის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უმაღლესი საინჟინრო/საზღვაოსნო მეცნიერებათა სფეროს ან მასთან გათანაბრებული განათლება და საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან პუბლიკაცია.

2.6 სწავლა-სწავლების, შეფასების მეთოდები და მტკიცებულებები

გადამზადების პროგრამის შემუშავება-განხორციელების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნას სწავლება-სწავლის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის ლექცია, სემინარი, ინტერაქციული ლექცია და სხვა შეფასების მეთოდები - პრაქტიკული დავალების ან/და ტესტის ან კაზუსის შეფასება. ინსტრუქტორი/მასწავლებელი უფლებამოსილია მისაღწევი სწავლის შედეგებიდან გამომდინარე თავად განსაზღვროს სწავლება-სწავლისა და შეფასების მეთოდები.

2.7 სასწავლო რესურსი

სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენება IMO-ს ძირითადი კონვენციები და კოდექსები SOLAS, MARPOL, STCW 1978, AS AMENDED, MLC 2006 . პროფესიული მასწავლებელი უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებით ნებისმიერი სხვა სასწავლო რესურსი, წყარო, საპრეზენტაციო საშუალებები, სალექციო კურსები, რომელთა შინაარსი დაკავშირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებთან.

2.8 მინიმალური სტანდარტი სასწავლო გარემოსა და ინვენტარის შესახებ

სასწავლო გარემოს აღწერილობა - ბუნებრივი განათების მქონე აუდიტორია. ერთ მსმენელზე არანაკლებ 2 კვმ.

აუცილებლია სასწავლებელმა უზრუნველყოს შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი და პრაქტიკული მეცადინეობები მის მფლობელობაში არსებული საწვრთნელი გემით ან გემთმფლობელებთან შესაბამისი ხელშეკრულებებით პრაქტიკული წვრთნების გავლის უზრუნველსაყოფად.

გარემოში განთავსებული ინვენტარის სახეობა და რაოდენობა

ინვენტარის დასახელება რაოდენობა საზომი ერთეული მსმენელზე/ჯგუფზე
1 მსმენელის სამუშაო ადგილზე განთავსებული მაგიდა და სკამი 1 კომპლექტი მსმენელზე
2 პროფესიული მასწავლებლის სამუშაო ადგილზე განთავსებული მაგიდა და სკამი 1 კომპლექტი ჯგუფზე
3 პროფესიული მასწავლებლის სამუშაო ადგილზე განთავსებული კომპიუტერი 1 კომპლექტი ჯგუფზე
4 დაფა 1 ცალი ჯგუფზე
5 პროექტორი 1 ცალი ჯგუფზე

2.9 გადამზადების პროგრამის გავლის შედეგები და საკვალიფიკაციო დასკვნითი გამოცდა

დაწესებულება უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში თითოეული მოდულის შეფასებას, მათ შორის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შეფასებას, წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად.

გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელი ვალდებულია გაიაროს განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო დასკვნითი გამოცდა (თეორიული და ზეპირი კომპონენტებით), რომელიც ტარდება ინგლისურ ენაზე და მოიცავს როგორც პროფესიულ, ისე ინგლისური ენის კომპონენტებს. დასკვნითი გამოცდა შედგენილი უნდა იყოს პროგრამის თითოეული მოდულის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მსმენელი გადალახავს მინიმალურ ზღვარს, რომელიც განსაზღვრულია არანაკლებ 70 პროცენტით. აღნიშნული ზღვრის ვერ გადალახვის შემთხვევაში, მსმენელს ენიჭება გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება, არაუმეტეს ერთჯერადად. გამოცდის ორჯერ წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელი ვალდებულია გადამზადების პროგრამა გაიაროს ხელმეორედ.

საკვალიფიკაციო დასკვნითი გამოცდა ტარდება დაწესებულებაში სააგენტოს წარმომადგენლების დასწრებით. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოცდაზე მოწვეული იქნენ მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლები.

2.10 გადამზადების პროგრამის მსმენელთა რეესტრი

გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია ელექტრონულად აწარმოოს სწავლის მსურველთა, პროგრამებზე რეგისტრირებულთა, პროგრამის გავლისა და გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაცია (მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონული მოდული), რომელსაც წარუდგენს სსიპ - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.

2.11 დასაქმების შესაძლებლობები

STCW კონვენციისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟის საფუძველზე, გემის ელექტროტექნიკოსს შეუძლია დაიკავოს ელექტროტექნიკოს-ოფიცრის თანამდებობა, შეიძლება დასაქმდეს საერთაშორისო ან შიდა ნაოსნობაში ჩართულ სხვადასხვა ტიპის გემზე ექსპლუატაციის დონეზე. ასევე, დასაქმების შესაძლო სფეროებს წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის ან დარგის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებები.

2.12 განმახორციელებელი დაწესებულება

გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მოპოვება შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საზღვაო უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებას. რომელიც ავტორიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს საზღვაო სფეროს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.

დაინტერესებული დაწესებულება გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მოპოვებისთვის მიმართავს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დადგენილი წესის შესაბამისად.

  1. გადამზადების პროგრამის სტრუქტურა

უფლებამოსილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სსიპ - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში“ განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით წარმოდგენილი გადამზადების პროგრამა დამტკიცებული უნდა იყოს ამავე დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ და სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • პროგრამის დასახელება და განხორციელების ადგილი

  • პროგრამის მიზანი

  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

  • პროგრამაზე რეგისტრაცია

  • გამოცდის ჩატარების წესი და პირობები

  • პროგრამის ხანგრძლივობა და განრიგი

  • სწავლება-სწავლისა და შეფასების მეთოდები

  • სასწავლო რესურსი

  • განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია კომპეტენციის შესაბამისად

  • სასწავლო გარემო

  • სწავლის შედეგები

  • პროგრამის გავლის შედეგები

  • დასაქმების შესაძლებლობები

  • დამატებით სხვა ინფორმაცია

სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გადამზადების პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და გაუმჯობესება უნდა ეფუძნებოდეს განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ხარისხის მექანიზმებს.

  1. მოდულის შემუშავება

უფლებამოსილმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით უნდა წარადგინოს შემუშავებული მოდულები დარგობრივი კომპეტენციების (დანართი №2) შესაბამისად. მოდულის ფორმა დამტკიცებულია ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.

მოდული უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • სარეგისტრაციო ნომერი;

  • სახელწოდება;

  • შემუშავების/განახლების თარიღი;

  • საათების რაოდენობა;

  • მოდულს აღწერა;

  • სწავლების შედეგები;

  • შესრულების კრიტერიუმები;

  • კომპეტენციის პარამეტრების ფარგლები;

  • შეფასების მიმართულება;

  • დამხმარე ჩანაწერები;

  • თემატიკა;

  • სწავლება-სწავლის მეთოდი;

  • შეფასების მეთოდი;

  • მტკიცებულება;

  • დამატებითი ინფორმაცია;

  • საათების განაწილების სქემა;

  • სასწავლო რესურსები;

  • მოდულის განმახორციელებელი მასწავლებლების სია;

  • და სხვა საჭიროებიდან გამომდინარე.

საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაწესებულება უფლებამოსილია, მოდულებში დაამატოს დამატებითი მოთხოვნები, სწავლების შედეგები, შეფასების მეთოდები და პრაქტიკული კომპონენტები, იმ პირობით, რომ აღნიშნული ცვლილებები არ ეწინააღმდეგება დარგობრივი კომპეტენციებით დადგენილ სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებს. აღნიშნული წინასწარ უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.

2.15 მოთხოვნები მატერიალური რესურსისადმი

სამანქანე განყოფილების რესურსების მართვის სიმულატორი

სამანქანე განყოფილების რესურსების მართვის სიმულატორი

სამანქანე განყოფილების სიმულატორებს უნდა შეეძლოს მთავარი ძრავისა და დამხმარე მექანიზმების სისტემის იმიტირება და უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობებს შემდეგთან დაკავშირებით:

• რეალურ დროში საექსპლუატაციო გარემოს შექმნა საზღვაო ან ნავსადგურის ოპერაციების სისრულეში მოსაყვანად კავშირის მოწყობილობების დახმარებით და მთავარი დანადგარისა და დამხმარე მოწყობილობების, ასევე მართვის პანელების იმიტირება;

• შესაბამისი ქვესისტემების იმიტირება, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს საქვაბით, საჭის ამძრავით, ელექტროენერგიის მიწოდების ზოგადი და გამანაწილებელი სისტემებით, ავარიულ სიტუაციებში კვების წყაროების ჩათვლით, ასევე საწვავის მიწოდების, გამაგრილებელი წყლის, მაცივრების, ტრიუმისა და ბალასტის სისტემებით;

• მექანიზმების გაუმართაობის იმიტირება;

• ინსტრუქტორის მიერ მართვადი სიმულატორის დინამიკის შეცვლა: მუშაობის რეჟიმი ავარიულ სიტუაციებში, რეაგირება პროცესებზე, გემის რეაგირება.

მაღალი ძაბვის ლაბორატორია (1000 ვტ და მეტი) წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემზე გამოყენებული მაღალი ძაბვის (High Voltage) ელექტროსისტემების თეორიულ საფუძვლებს, მოწყობილობების დანიშნულებასა და უსაფრთხო ექსპლუატაციის პრინციპებს. ლაბორატორია უზრუნველყოფს მაღალი ძაბვის სისტემებთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერებას, სტანდარტული უსაფრთხოების მოთხოვნების შესწავლას და ელექტროტექნიკური ტერმინოლოგიის სწორ გამოყენებას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
პნევმატიკის ლაბორატორია წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემის პნევმატიკური სისტემების კონსტრუქციას, მუშაობის პრინციპებსა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნებს. ლაბორატორია უზრუნველყოფს პნევმატიკური მოწყობილობების მუშაობის გააზრებას, პრობლემების დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად სტანდარტული პროცედურების დაცვას.
ჰიდრავლიკის ლაბორატორია წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემის ჰიდრავლიკური სისტემების კონსტრუქციას, მუშაობის პრინციპებს და უსაფრთხო ექსპლუატაციას. ლაბორატორია უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური მოწყობილობების ფუნქციონირების გააზრებას, პრობლემების დიაგნოსტიკასა და სტანდარტული სამუშაო პროცედურების დაცვას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
ავტომატიკის ლაბორატორია წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემის ავტომატიზირებული სისტემების (Control & Automation Systems) კონსტრუქციას, მუშაობის პრინციპებსა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებს. ლაბორატორია უზრუნველყოფს ავტომატიზებული სისტემების მართვის, პრობლემების დიაგნოსტიკისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების საერთაშორისო ნორმების შესაბამისად გააზრებას.
ტექნიკური მექანიკის ლაბორატორია / სამანქანე განყოფილების სახელოსნოები წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემის მექანიკური სისტემების სტრუქტურას, მუშაობის პრინციპებს და ტექნიკურ ანალიზს. ლაბორატორია უზრუნველყოფს მექანიკური მოწყობილობების ფუნქციონირების გააზრებას, პრობლემების დიაგნოსტიკასა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დაცვას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
ელექტროტექნიკის ლაბორატორია წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემის ელექტრო სისტემებს, მათი მუშაობის პრინციპებს და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებს. ლაბორატორია უზრუნველყოფს ელექტრო მოწყობილობების ფუნქციონირების გააზრებას, პრობლემების დიაგნოსტიკასა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დაცვას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
ელექტრო-სამონტაჟო სახელოსნო წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემის ელექტრო მოწყობილობების მონტაჟს, შეკეთებასა და უსაფრთხო ექსპლუატაციას. სახელოსნო უზრუნველყოფს ელექტრო სისტემების ფუნქციონირების გააზრებას, პრობლემების დიაგნოსტიკასა და სტანდარტული სამუშაო პროცედურების დაცვას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
რეალური სამანქანო განყოფილების ლაბორატორია წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან გემის ძრავის განყოფილების მოწყობილობებს, მათ მუშაობის პრინციპებს, მართვის პროცესებსა და უსაფრთხო ექსპლუატაციას. ლაბორატორია უზრუნველყოფს ტექნიკური სისტემების ფუნქციონირების გააზრებას, პრობლემების დიაგნოსტიკასა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დაცვას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორია წარმოადგენს სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტები ეცნობიან კომპიუტერულ სისტემებს, ნავიგაციის, კომუნიკაციის და მართვის პროგრამებს. ლაბორატორია უზრუნველყოფს სისტემების ფუნქციონირების გააზრებას, მონაცემთა დამუშავებას, პრობლემების დიაგნოსტიკასა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დაცვას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.