„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/192
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016961
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/192

2026 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2026 წლის 1 აპრილის 1447-Vმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებით (matsne.gov.ge, 27/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016618) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დამოუკიდებლად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.“;

) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, პროდუქტის რეალიზაციის, წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში;

გ) ეკონომიკური ოპერატორისთვის პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილების მიღება;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი:

„გ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეკონომიკური ოპერატორისთვის საფრთხის შემცველი პროდუქტის განადგურების, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევის, ექსპორტის ან იმგვარად გადამუშავების დავალება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს;“;

ბ.გ) „ვ“ და „ვ 1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კოდექსის 131 -1311 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

1 ) კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების განხორციელება იმ ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებზეც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო. კერძოდ: სამშენებლო პროდუქტები, მანქანა-დანადგარები, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები, წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლები, ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ლაქ-საღებავები;“;

ა.ბ) „ნ“-„ნ 2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კოდექსის 137 -1310 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმის ადგილზე შედგენა და მათი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გადაგზავნა;

1) კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

2) კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება და სააგენტოს უფროსის შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ნ“-„ნ 2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კოდექსის 137 -1310 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმის ადგილზე შედგენა და მათი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გადაგზავნა;

1) კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

2) კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ორგანიზება და სააგენტოს უფროსის შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.“;

გ) მე-4 პუნქტის „ზ 2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ2) კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს უფროსის დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი