„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1622-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010320050.05.001.103107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„18​8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს (გარდა ამ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე აღნიშნული სამსახურის პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა) უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

189. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკს/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველს და ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს (გარდა ამ დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა) უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში, შესაბამისად, სოციალურ მუშაკად/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველად ან ფსიქოლოგად/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის პირთა შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2026 წ.

N1622-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.05.2026.
როდის იქნა მიღებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1622-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010320050.05.001.103107.
რამდენი მუხლისგან შედგება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1622-Vმს-XIმპ, 28.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.103107 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6874372/