„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2026 წლის 28 მაისი ქ.მარნეული |
1. დადგენილების დანართ №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილება
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობას სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით;
გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
დ) უზრუნველყოფს დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესით, სამსახურისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში;
ე) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და მერიასთან;
ვ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;
ზ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების მიზნით ინფორმაციის მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას;
თ) აწარმოებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას;
ი) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების დამუშავება;
კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ლ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
მ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
ნ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტტუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის სტატუსის მინიჭების და შეწყვეტის საკითხის მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას, სტატუსის აღდგენაზე განცხადების განხილვას და მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციით მიმართვას, ფიზიკური პირისთვის სტატუსის აღდგენის/სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე;
ო) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტტუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებსა და წარმომადგენლების ასისტენტებთან კოორდინაციით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების მონიტორინგს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
|