„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 1461 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5/9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016649
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №5/9

2026 წლის 28 მაისი

ქ. ფოთი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 135​1, 146​​​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და  მე-4 ნაწილებით, 153​4 მუხლით, 158​5  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 114​2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 158 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  29/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

 

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55​2, 55​6 მუხლებით, 103-ე, 1032, 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525–1529 მუხლებით, 153​3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153​4 მუხლით, 158​ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ინსპექციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 415112149).“.

3. დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1) .“.

4. დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

5.  დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს  №1-1/344 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.“.

6.  დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება

1. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 103-ე, 1032, 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351,    1461 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 -ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153​​4 მუხლით, 158​​5  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159​​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგინოს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

7.  დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება

პირს, ვის მიმართაც გამოტანილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 103-ე, 1032, 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8,  მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის  1 ივლისიდან. 

 


ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა