,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 აპრილის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.131.016453
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2026 წლის 29 მაისი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ 14.04.2026 წ., სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016445) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026  წლის 8 აპრილის  №12 დადგენილების პრეაბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

მუხლი 2
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის   დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026  წლის 8 აპრილის  №12 დადგენილების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.“.

მუხლი 3
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 აპრილის  №12 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

მუხლი 4
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026  წლის 8 აპრილის  №12 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად   კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრიანების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“.

მუხლი 5
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 აპრილის №12 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ზ“ ქვეპუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ზ“ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;“.

მუხლი 6
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026  წლის 8 აპრილის №12 დადგენილების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ)  არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

დ) ეკომომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

ე)  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური.“.

მუხლი 7
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 აპრილის №12 დადგენილების მე-14 მუხლის პირველ პუნქტში და დაემატოს „გ“ ქვეპუნტი შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი,რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არაუმეტეს მერის უფლებამოსილების ვადით და მერს ხელს უწყობს უფლებამოსილების განხორციელებაში.“.

მუხლი 8
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 აპრილის №12 დადგენილების მე-14 მუხლში და აღნიშნულ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი.“.

მუხლი 9
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 აპრილის №12 დადგენილების მე-16 მუხლში და აღნიშნული მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი.  
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.  

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ ჟღენტი