„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის N28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №42 |
|
2026 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №28 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120170020.22.026.017205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი“.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. რეგულირების საგანი ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომ – ლიცეუმი) მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების საკითხებს.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII ან IX კლასს და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.“; გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. კონკურსში მონაწილეობისათვის ლიცეუმის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისიაში (შემდგომ – მიმღები კომისია) წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ (ივსება ადგილზე რეგისტრაციისას); ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; დ) მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი; ე) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII ან IX კლასის მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ; ზ) მონაცემები ბოლო სასწავლო წელს მოსწავლის წლიური შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან; თ) მოსწავლის ავტობიოგრაფია; ი) ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე 2 (ორი) ცალი.“; გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირებაში ერთნაირი შედეგების მქონე კანდიდატებიდან ლიცეუმში ჩაირიცხებიან ბოლო სასწავლო წელს მოსწავლის წლიური შეფასების მიხედვით, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე პირები.“; დ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს: ა) VIII კლასდამთავრებული მოსწავლის შემთხვევაში – VIII კლასის მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ ცნობა და მონაცემები მოსწავლის წლიური შეფასების შესახებ (ნიშნების ფურცელი); ბ) IX კლასდამთავრებული მოსწავლის შემთხვევაში – IX კლასის მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ ცნობა და მონაცემები მოსწავლის წლიური შეფასების შესახებ (ნიშნების ფურცელი).“; ე) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი: ,,მუხლი 5. გარდამავალი დებულებები 1. ამ ბრძანებით დადგენილი მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის გათვალისწინებით: ა) გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში: ა.ა) 2026-2027 სასწავლო წელს მიღებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელსაც დამთავრებული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII ან IX კლასი; ა.ბ) 2027-2028 სასწავლო წლიდან მიღებულ იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელსაც დამთავრებული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII კლასი; ბ) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში: ბ.ა) 2026-2027 და 2027–2028 სასწავლო წლებში მიღებულ იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელსაც დამთავრებული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასი; ბ.ბ) 2028-2029 სასწავლო წელს მიღებულ იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელსაც დამთავრებული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII ან IX კლასი; ბ.გ) 2029-2030 სასწავლო წლიდან მიღებულ იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელსაც დამთავრებული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII კლასი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|