„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
300380000.16.009.016819
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №13

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 24/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300380000.16.009.016441, შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“:
1. მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 5 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო პროცენტული მაჩვენებელით:

Lt+i = 1/5∑5j=1Lფt-j ,

სადაც:

Lt+i არის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის;

Lფt-j – ტარიფის გაანგარიშების t წლის წინა t-j წლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის 4 პროცენტს, სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრება 4 პროცენტით.“.

2. მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ კომისიისთვის მომართვის შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს ამ დადგენილების შესაბამისად ნორმატიული დანაკარგების პროცენტული ოდენობების გადაანგარიშებას მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარე და დარჩენილი სატარიფო წლებისთვის.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2026.
როდის იქნა მიღებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 300380000.16.009.016819.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 29.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016819 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6875686/