სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სენაკის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-41.41261485
2026 წლის 28 მაისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტში ქალაქ სენაკის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 22 დეკემბერს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსული მომართვის №291099 და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 18 მაისის №52 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. სენაკის მუნიციპალიტეტში ქალაქ სენაკის უსახელო ქუჩას მიენიჭოს დავით აღმაშენებლის V ჩიხი და დავით აღმაშენებლის IV შესახვევი (ორთოფოტო თან ერთვის).
2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და გავრცელება).
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ტყებუჩავა