,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.016430
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2026 წლის 29 მაისი

ქ. ბათუმი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: 

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №23  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/03/2018წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების დანართის 1-ლ მუხლში შევიდეს ცვლილება,   დაემატოს 1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებს .“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების დანართის მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილება,   დაემატოს   „კ“,  „ლ“,  „მ“, „ნ“,   „ო“, „პ“,  „ჟ“,  „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“   პუნქტები   და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების,  შეწყვეტისა და  აღდგენის პროცესების განხორციელებას  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) მუნიციპალიტეტში წარდგენილი განცხადებების მიღებას, განხილვას და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;

მ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის დარეგისტრირებას მუნიციპალიტეტის მართვის სისტემაში (portal.mms.gov.ge);

ნ) მოქალაქეებისა და სხვადასხვა დაწესებულებიდან შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემას;

ო) კალენდარული წლის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების არანაკლებ 25% -ის მონიტორინგის განხორციელებას;

პ) სახელმწიფო უწყებებიდან ან ფიზიკური/იურიდიული პირებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი გარემოებების გადამოწმებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და  შედეგების  შესაბამის  ასახვას;

ჟ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და განხილვის  (შესაბამისი რეკომენდაციის) მიზნით,  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ  პირთა  სტატუსის მართვის  საბჭოსთვის  წარდგენას;

რ) მოქალაქეთა  საინფორმაციო მომსახურებას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და  აღდგენის  საკითხებზე;

ს) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობის გასაცემად განაცხადის დარეგისტრირებას, მომზადებას და გაცემას;

ტ) საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გამართულ მუშაობას მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორიცაა მიღებული ინფორმაციის შემოწმება, დადგენილ ვადებში საქმისწარმოების მასალებისა და სხვადასხვა შემთხვევაში შედგენილი ოქმების სისტემაში ასახვა;

უ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ფ) უზრუნველყოფს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამის დოკუმენტირებასა და დაარქივებას;

ქ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას;

ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მხეიძე