„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.017732
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №75

2026 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.“.

2. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ოქმების საჭირო რაოდენობით დაბეჭდვისა და სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილ მოსამსახურეებზე განაწილების პროცესს საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ოქმების დაბეჭდვისათვის უფლებამოსილება გააჩნია როგორც სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ასევე ტერიტორიულ ორგანოს. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო უშუალოდ მის მიერ ოქმების დაბეჭდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ოქმების დუბლირებული ნუმერაციით დაბეჭდვის გამორიცხვის მიზნით, წერილობითი თანხმობის მისაღებად მიმართავს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნული თანხმობა გასცეს ასეთი მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ოქმების დაბეჭდვისა და მიღების შემდეგ სამინისტროს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილობით ინფორმირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისაგან ოქმების გამოთხოვის შემთხვევაში, მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი უნდა გაიცეს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ამ მუხლის მე-5 პუნქტით, ხოლო სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოქმებით მომარაგებას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2026.
როდის იქნა მიღებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.05.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №75. სარეგისტრაციო კოდი — 020080160.22.034.017732.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №75, 30.05.2026, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.017732 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6876341/