„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13-39
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.101.017433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13-39

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის №58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის №58-56 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 29/07/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017343) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის“ (დანართი):

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. თანადაფინანსების მიმღები პირები

ამ წესით განსაზღვრული თანადაფინანსების მიმღები პირები არიან მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობის ფაქტობრივი ადგილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანადაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს,  სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ვადებში, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი და სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სავალდებულო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.“.

3. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მიერ ობიექტის თანადაფინანსება განისაზღვრება მისი ჯამური ღირებულების შესაბამისად, შემდეგი პროპორციით:

ა) 5 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ღირებულების 90%;

ბ) 5 001 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ღირებულების 85%;

გ) 20 001 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ღირებულების 80%;

დ) 30 001 ლარიდან – ობიექტის ღირებულების 70% (თანადაფინანსება არაუმეტეს 50 000 ლარისა).“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. თანადაფინანსების მიღების წესი და ფორმები

1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბენეფიციარი უფლებამოსილია აირჩიოს თანადაფინანსების მიღების ერთ-ერთი ფორმა: ხარჯის შემდგომი ანაზღაურება ან წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი).

2. ხარჯის შემდგომი ანაზღაურების შემთხვევაში ბენეფიციარი ობიექტის შესყიდვას ახორციელებს საკუთარი სახსრებით, რის შემდეგაც სამსახურში წარადგენს ხარჯის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას და იღებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანადაფინანსების თანხას.

3. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია წარადგინოს მისაღები თანხის იდენტური უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რის შემდეგაც მას გადაერიცხება შესაბამისი თანადაფინანსების თანხა.“.

5. დაემატოს მე-9 მუხლი:

„მუხლი 9. მონიტორინგი და ანგარიშგება

1. ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმების შესაბამისად.

2. თანადაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შესრულების ანგარიში თანადაფინანსების მიღებიდან 6 (ექვსი) და 12 (თორმეტი) თვის ვადაში. ანგარიშის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება ხორციელდება სამსახურსა და თანადაფინანსების მიმღებ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე