„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის N 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.103.016494
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2026 წლის 29 მაისი

დაბა მესტია

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 02/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016429).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ექვსი განყოფილებისაგან: 1) საქმის წარმოების, 2) ადამიანური რესურსების მართვის, 3) იურიდიული, 4) მერის წარმომადგენელთა მუშაობის კოორდინაციის, 5) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და 6) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია მერიისა და მისი სამსახურების მუშაობის კოორდინაცია, მათი საქმიანობის სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა და საკადრო საკითხთა ადმინისტრაციული ზედამხედველობა, კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა ორგანიზაციაში, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქმიანობა.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამი განყოფილებისაგან: 1) ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის, 2) ქონების მართვისა და 3) ტურიზმის განვითარების განყოფილებებისაგან, ასევე საჯარო მოსამსახურეებისაგან, რომელთა საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ტურისტული ცენტრების მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქმიანობა.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური შედგება:  სამსახურის უფროსის, 1) ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, 2) არქიტექტურისა და მშენებლობის ნებართვების სამართლებრივი უზრუნველყოფის და 3) პროექტების მართვის განყოფილებებისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტების მომზადების, მშენებლობისა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის განვითარება, კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება, მოსახლოების ტრანსპორტით მომსახურება, სამგზავრო მარშრუტების განსაზღვრა და მგზავრთა გაზიდვა-გადაყვანის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენა; პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრა; განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრა; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება; არქიტექტურული დაგეგმარების სფეროში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელება; დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების  წესების“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირება; „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქმიანობა.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;

ბ) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა სახის მონაცემებისა და მერის დავალებით მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვების და საჯარო განხილვების ჩატარებას, მერის მიერ დამტკიცებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შექმნის თაობაზე;

ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;

თ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ი) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:

ი.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

ი.ბ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

კ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს, დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამისილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად;

ლ) ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისთვის ყველა საჭირო ღონისძიებას. ხელს უწყობს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს და წარმოადგენს აღნიშნული კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს;

მ) უზრუნველყოფს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქმიანობას კერძოდ,  წარმოდგენილი დოკუმენტების დადგენილებასთან შესაბამისობის შესწავლისა და მესტიის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა მონიტორინგის პროცესებში მონაწილეობას;

ნ) ასრულებს მერის სხვა დავალებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე