„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-292 |
|
2026 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 17/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 390050000.22.023.016767) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაქმებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება, რასაც თან ახლავს შესაბამისი მედალიონი (დანართი №2) და სიგელი (დანართი №5);
ბ) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება (დანართი №3), რასაც თან ახლავს შესაბამისი სიგელი (დანართი №6);
გ) მადლობის გამოცხადება, რასაც თან ახლავს შესაბამისი სიგელი (დანართი №4).“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაქმებულთა წახალისება, როგორც წესი, ხორციელდება ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს – „მეტყევის პროფესიულ დღეს“. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს აღნიშნულ თარიღთან მიახლოებულ სხვა დღეს.
2. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის განსაკუთრებული დამსახურების ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, წახალისება შეიძლება განხორციელდეს წლის ნებისმიერ დროს.“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან;“.
4. დაემატოს დანართი №2; №3; №4; №5 და №6 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-292. სარეგისტრაციო კოდი — 390050000.22.023.017000.
- სად არის „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 16 თებერვლის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-292, 09.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.023.017000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6876746/