საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2026 წლის 29 მაისი ქ. საჩხერე |
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე:
ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის:
ა.ა.ა) მეორე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 1 ლარი;
ა.ა.ბ) მესამე და მეოთხე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 2 ლარი;
ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი;
ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, სხვა მშენებლობისთვის:
ა.გ.ა) საცხოვრებელი სახლის (ან/და ბინის) დამხმარე/სამეურნეო შენობა-ნაგებობებისათვის (ავტოფარეხი, სათავსო, ფრინველთა და ცხოველთა სადგომი და სხვ.) – 1 ლარი;
ა.გ.ბ) ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარი.
ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის –1 ლარი;
გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
გ.ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარს;
გ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 150 ლარს;
გ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 300 ლარს.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან ასევე სრულად განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ყველა სხვა ობიექტის მშენებლობა.
2. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის მთლიანად ირიცხება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
|