„ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №230 |
|
2026 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით (შემდგომში − №255 დადგენილება) დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების (შემდგომში − №257 დადგენილება) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის;
ბ) №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე №257 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის;“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების არეალში დასაშვები სამუშაოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დარგის ექსპერტების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისაგან.“.
|